A Bola : "ხედირა ზამთარში არსად წავა, კაზე კი სეზონს "პორტოში" დაასრულებს"

მოგეხსენებათ, უცხოურ პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი ხედირა ინგლისისკენ აიღებდა გეზს, კარლო ანჩელოტი კი გუნდში ბრაზილიელ ნახევარმცველს, კაზემიროს დააბრუნებდა, რომელსაც "პორტოში" ბრწყინვალე სეზონი აქვს...


პრესტიჟული გამოცემა A Bola ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტი და გერმანელი ნახევარმცველი ერთმანეთშ ესაუბრნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც სამი მინიმუმ სეზონის ბოლომდე "ბლანკოსის" ღირსებას დაიცავს, შემდეგ კი მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე იმსჯელებენ და გერმანელი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა არსენ ვენგერის კოლექტივში, თუ შეთანხმებას ვერ მოახერხებს.

რაც შეეხება კაზემიროს. მიდი დაბრუნება მადრიდულ გიგანტში გარდაუვალია, რადგან პორტუგალიის ჩემპიონატში ახალგაზრდამ კიდევ უფრო მაღალ დონეზე დაიწყო თამაში და აშკარა პერსპექტივა რეალობად აქცია. დღესდღეობით კაზე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის ნდობით აღჭურვილი პირიც გახლავთ.

სამხრეთ-ამერიკელი შუახაზელი "პორტოს" ზამთარში არ დატოვებს, ის გუნდს წარმატების მიღწევაში სეზონის დასრულებამდე დაეხმარება, შემდეგ კი სავარაუდოდ ყოფილ კლუბში დაბრუნდება. dle 10.1

  • Hala
  • 29 ოქტომბერი 2014
  • 1451
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)