"კორნელა" - პატარა გუნდი პატარა ქალაქიდან

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" მეტოქე "კოპა დელ რეიზე" "კორნელა" იქნება, კლუბი, რომლის შესახებაც ალბათ არაფერი გსმენიათ...


"კორნელა", იგივე Unión Deportiva Cornellà 1951 წელს კატალონიაში, ბარსელონას მახლობლად პატარა ქალაქ კორნელა დე ლებროკატში დაარსდა. ქალაქი მდინარე ლებროკატის სანაპიროზეა გაშენებული და იქ მხოლოდ 85 000-მდე კაცი ცხოვრობს. კორნელა დე ლებროკატზე ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც გვხდება. ქალაქი ისტორიული ძეგელბითა და ნაგებობებით გამოირჩევა.

კლუბის შესახებ ცნობები 1951 წლამდეც მოიპოვება. კერძოდ 1923 წლის აპრილში შეიქმნა პატარა კლუბი სახელწოდებით "კაბლეს ელექტრიკოს", რომელიც გენერალ კაბლეს საკუთრება იყო. იმავე წელს კლუბს სახელწოდება შეეცვალა და "კორნელა ატლეტიკი" ეწოდა, აგრეთვე შეიქმნა აკადემიაც, რომელიც წმინდა მიქაელის სახელწოდების იყო. იმდროინდელი "კორნელა" მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ იყო, აკადემიაში ველომრბოლელები, მძლეოსნები და სხვა სპორტის წარმომადგენ;ებიც ირიცხებოდნენ. 1931 წელს კლუბში კვლავ ძირეული ცვლილებები მოხდა, ამას თან არეულობა და ესპანეთის ცივი ომიც დაერთო. საბოლოოდ დღევანდელი გუნდი 1951 წელს ჩამოყალიბდა და ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში Unión Deportiva Cornellà-ს სახელით დარეგისტრირდა.

"კორნელას" განვითარებაში უდიდესი წვლილი ხოსე გალვეს ვარდენმა შეიტანა, რომელიც 1989-2012 წლებში ედგა კლუბს სათავეში. დღეს კი პრეზიდენტი ალეხანდრო ტალავერა გახლავთ.

"კორნელა" 1951 წლიდან 2014 წლამდე ესპანეთის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა. მხოლოდ 2014 წლეს შეძლო კლუბმა "სეგუნდა ბ"-ში გადასვლა, რაც მათთვის საუკეთესო მიღწევაა. 2013/14 წლების სეზონში "კორნელა" ე.წ "ტერკერა" დივიზიონის გამარჯვებული გახდა, შესაბამისად კლუბმა "კოპა დელ რეის" საგზურიც მოიპოვა არსებობის ისტორიაში პირველად.

კლუბის საშნაო არენა "ნოუ კამპის" მუნიციპალური სტადიონია, რომელიც 1500 მაყურებელს იტევს. გამომდინარე მისი არასათანადო სტანდარტებიდან, "კორნელა" მადრიდის "რეალს" "ესპანიოლის" საშინაო არენაზე უმასპინძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის შემადგენლობაში ამჟამად არცერთი უცხო ქვეყნის მოთამაშე არ არის. ცნობისთვის "კორნელაში" ადრე ხორდი ალბას, ვიქტორ რუისს, უგო ფერნანდესს და იგნასიო მიკელს უთამაშიათ. dle 10.1

  • wishmaster
  • 28 ოქტომბერი 2014
  • 2931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)