ძირეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაში

კარლო ანჩელოტი „კოპა დელ რეის“ მეთექვსმეტედფინალურ მატჩს, "კორნელიას" წინააღმდეგ, როტაციით ხვდება.


იტალიელმა თავკაცმა გადაწყვიტა რომ, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცეს. პირველ რიგში, სათამაშო წუთებს კეილორ ნავასი მიიღებს, რომელიც გუნდის კაპიტან, იკერ კასილასს ჩაანაცვლებს. დაცვის ცენტრში ერთმანეთს შეუწყვილდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, ნაჩო ფერნანდესი და რაფაელ ვარანი.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ძირითადში ელიან ასიერ ილარამენდის და ახლად გამოჯანმრთელებულ გერმანელ მოთამაშეს, სამი ხედირას. ანჩელოტის გადაწყვეტილებით, ორივე ჩამშლელს სათამაშო დრო სჭირდება.

რაც შეეხება წინა ხაზს, "კორნელიასთან" მატჩში პირველივე წუთებიდან მწვანე მინდორზე გამოჩნდება იჯარის წესით გადმობირებული მექსიკელი ფორვარდი, ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო. სავარაუდოდ, ის კრიშტიანო რონალდოს ნაცვლად გამოვა მწვანე მინდორზე. ანჩელოტი ფიქრობს, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს დასვენება სჭირდება.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 28 ოქტომბერი 2014
  • 4185
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)