ბეილის ფუნქციებს ისკო და ხამესი შეითავსებენ

ისკოს ბრწყინვალე თამაშმა ანჩელოტი საგონებელში ჩააგდო.


"ბარსელონასთან" მატჩამდე კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბეილი ძირითადში ტრავმის მოშუშებისთანავე დაბრუნდებოდა. კატალონიელების წინააღმდეგ ისკოს ჩინებული ასპარეზობის შემდეგ კი იტალიელ მთავარ მწვრთნელს კითხვები გაუჩნდა, თუ ვინ უნდა იდგეს სასტარტო შემადგენლობაში.

ისკო და ხამესი იმდენად კარგად გამოიყურებიან მინდორზე, რომ ანჩელოტის მათი დუეტის დაშლა არ სურს და ეძებს ალტერნატიულ ვარიანტს. თუმცა ერთადერთი გამოსავალი გარეთ ბეილის თადარიგში დატოვება არის.

As-ზე გამოკითხული 30'000 გულშემატკივრიდან 56.35% ფიქრობს, რომ ძირითადიდან უნდა ამოვარდეს ბეილი. 25.47%-ის აზრით თადარიგში უნდა დარჩეს ხამესი, ხოლო მხოლოდ 18.18% ეთანხმება იმ აზრს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ იმსახურებს ისკო.

ისკომ მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ჯამში 637 წუთს შეადგენს. ამ მაჩვენებელზე ორჯერ მეტი აქვს ხამეს როდრიგესს, რომელმაც 15 მატჩი ჩაატარა (1,139 წუთი). ბეილს კი მონაწილეობა მიღებული აქვს 12 შეხვედრაში (1,047 წუთი).

ბეილის ანგარიშზე 5 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა, თუმცა ეს მაჩვენებელი მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტირებას არ გულისხმობს.

As.com dle 10.1

  • Junior
  • 27 ოქტომბერი 2014
  • 3014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)