პელეგრინის ექსპერიმენტების მოლოდინში

პელეგრინის ექსპერიმენტების მოლოდინში


მოგეხსენებათ, რომ ორშაბათს “რეალი” თავის პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს ირლანდიური “შემროკის” წინააღმდეგ. ესპანელმა ჟურნალისტებმა უკვე შეადგინეს ის სავარაუდო შემადგენლობა, რომელსაც მანუელ პელეგრინი ზემოდხსენებულ მატჩში დაეყრდნობა.


რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ, ჩილელი სპეციალისტი, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მან გუშინ ორმხრივი ვარჯიში გამართა და იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც “შემროკის” წინააღმდეგ ძირითადში ათამაშებს, ერთ გუნდში მოუყარა თავი.

რაც შეეხება სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას: “რეალის” კარს “კანტერელი” ანტონიო ადანი გაამაგრებს, დაცვის ფლანგებზე მიგელ ტორესი (მარჯვნივ) და როისტონ დრენტე (მარცხნივ) იასპარეზებენ, ამავე ამპლუის ცენტრალურ ზონაში კი ახალწვეულ ესეკიელ გარაის, გაბრიელ ჰაინცე შეუწყვილდება.

გადავიდეთ ნახევარდაცვაზე, სადაც კრისტიანო რონალდო მარჯვენა ფლანგს დაიკავებს. მარცხენა გარემარბის ფუნქციებს არიენ რობენი შეასრულებს, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ლასანა დიარა-ხავი გარსიას ტანდემი იმოქმედებს.

თავდასხმაში პელეგრინი კაპიტან რაულს ასევე დებიუტანტ კარიმ ბენზემას შეუწყვილებს.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com, As.Com dle 10.1

  • niko
  • 17 ივლისი 2009
  • 4767
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)