უგო გატი: "კასილასი კლასიკოს ტრიუმფატორია"

უგო გატის აზრით, სამეფო კლუბი კლასიკოში ბრწყინვალე გამარჯვებას კასილასს უნდა უმადლოდეს.


"იკერი უმაღლესი დონის ოსტატია. პირველი გოლის გაშვების შემდეგ იგი გრძნობდა, რომ შეცდომის უფლება არცერთ მის თანაგუნდელს არ ეპატიებოდა და სწორედ ამიტომ, მატჩის მსვლელობის დროს იგი აქტიურად კარნახობდა სამეფო კლუბის ფეხბურთელებს, თუ როგორ მოეგერიებინათ კატალონიელთა იერიშები."

"ალბათ ყველამ ნახეთ კასილასის რეაქცია, როდესაც ბლანკოსმა მესამე ბურთი გაუტანა "ბარსელონას. თითქოს მან შვებით ამოისუნთქა. აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ მადრიდელთა კიპერი რამდენიმეჯერ გაუბრაზდა თავის თანაგუნდელებს უყურადღებობის გამო, თუმცა საბოლოოდ ყველაბერი მადრიდელთა სასიკეთოდ დასრულდა."

"მინდა აღვნიშნო, რომ არა იკერი, მადრიდის "რეალს" ამ თამაშის მოგება ძალიან გაუჭირდებოდა. მან რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და საფეხბურთო სამყაროს დაანახა, რომ იგი კვლავ ფორმაშია და საუკეთესო მეკარის წოდებისთვის იბრძვის. ყველაზე დამამახსოვრებელი ალბათ ლიონელ მესის მიერ დარტყმულის მოგერიება იყო. არგენტინელი ვარსკვლავი დაახლოებით 3-4 მეტრიდან ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა კარში მას კასილასი დახვდა, რომელმაც ბურთი კუთხურზე გადააგდო. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამარჯვებას მადრიდელი გულშემატკივარი სწორედ იკერს უნდა უმადლოდეს."

Defensacentral.com dle 10.1

  • Junior
  • 27 ოქტომბერი 2014
  • 2635
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)