ვალდანო : "რეალის თამაში შესანიშნავი იყო"

ხორხე ვალდანომ ჟურნალისტებთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განვლილი "ელ კლასიკო" მიმოიხილა და ბევრ დეტალს გაუსვა ხაზი...


"ბუნებრივია, გულშემატკივრები იატიურებდნენ, რადგან ეს "ელ კლასიკოა", სადაც ფეხბურთის მოყვარული ხარ თუ ჩოგბურთის მნიშვნელობა არ აქვს, სადაც მთელი მსოფლიო მწვანე მინდორს უცქერს და დიდი ემოციებით ივსება. ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა მოწოდების სიმაღლეზე იდგა."

"კატალონიელთა შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ არის, თუმცა პიკეში ძველ ხერარდს ვეღარ ვხედავ. ანალოგიურის თქმა შემიძლია ჩავიზე, რომელსაც ასაკის მატება სერიოზულად დაეტყო. ინიესტა? ანდრესი დიდებული, თუმცა მან საუკეთესო წლები უკვე განვლო."

"ჩემი აზრით ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს. ეს იმაში არ გამოიხატება, რომ კოლექტივში მაღალი დონის ფეხბურთელები არ არიან. უბრალოდ საუკეთესო წლების შემდეგ გუნდის განვითარებისთვის როტაციაა საჭირო. მუდმივად ერთი შემადგენლობით წარმატებას ვერასდროს მიაღწევ."

"მადრიდის "რეალი" ძალიან გაახალგაზრდავებულია. ფეხბურთელთა საშუალო ასაკი დედაქალაქელთა კოლექტივში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კატალონიურ გრანდში."

"ანჩელოტი ძალიან ჭკვიანი და თავის საქმის პროფესიონალია. იტალიელ სპეციალისტს დიდ პატივს ვცემ. ის დიდი გუნდების დასარიგებლად არის დაბადებული, რადგან ყოველთვის იცის კონკრეტულ სიტუაციაში რა სჭირდება. ფლორენტინო პერესმა კარლოს კარგი მასალა ჩააბარა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ტიტულებად აქცია."

"იკერ კასილასმა ორი ძალიან სახიფათო მომენტი გაანეიტრალა, თუმცა ამის გარდა არერთხელ ჩაერთო თამაშში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესპანელმა სწორედ იქ იპოვა საკუთარი ძალები, სადაც საჭირო იყო."

"კარიმ ბენზემას შედეგები მაოცებს. ჩავარდნის შემდეგ ფრანგი სოლიდურად დაბრუნდა. 4 დღეში დედაქალაქელებმა ჯერ "ენფილდი" დაიპყრეს, შემდეგ კი ლუის ენრიკეს შეგირდები, ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ კარიმმა შეიტანა, რომელიც გატანილი გოლების მხრივ საუკეთესო იყო. ბერნაბეუზე ფრანგს მხოლოდ წინა ხაზში თამაში არ ჰქონდა დავალებული, ის მოედნის ყველა წერტილში აქტიურობდა."

"კატალონიელთა და მადრიდელთა დაპირისპირება ხშირად დაძაბულობით მთავრდება, თუმცა წინ კლასიკო შეგვიძლია ამ მხრივაც გამოვყოთ, სადაც არავითარი პრობლემა არ შექმნილა."

"გარეთ ბეილი დიდებული ფეხბურთელია. მართალია, უელსელმა მოთამაშემ დაძაბული კვირა გამოტოვა და ადგილი ფრანცისკო ალარკონს დაუთმო, თუმცა ის აღებულ გეზს არ გადაუხვევს და კვლავაც დაბრუნდება სასტარტოში. ხამესს და ახალგაზრდა ესპანელს კი ბევრი მუშაობა მართებს, რადგან დიდი მომავალი აქვთ." dle 10.1

  • Hala
  • 27 ოქტომბერი 2014
  • 2094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (208)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)