დანიელი : "ბარსა ლიდერია, თუმცა სხვაობა მინიმალური"

დანიელი კარვახალი "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ ძალიან კმაყოფილი გახლდათ ნაჩვენები შედეგით...


"კარგი მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. 0-1 ნამდვილად დიდი დარტყმა იყო, რადგან საწყის წუთებზე ბურთის გაშვება ხშირად ცვლის მატჩის სცენარს. ნეიმარმა "ბარსასთვის" საჭირო გოლი გაიტანა, მაგრამ გონს დროულად მოვეგეთ და ყველაფერი სწორად წარვმართეთ."

"მე და თანაგუნდელებმა ვიცოდით, თუ რა ხერხს მიმართავდა მეტოქე, აქედან გამომდინარე მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდით."

"ლუის ენრიკეს იძულებითი ცვლილებების განხორციელებაც მოუხდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა მეტოქის ბანაკში, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ზეგავლენა არ მოუხდენია. "რეალი" დღეს უკეთესი იყო და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში."

"რამდენიმე ტურნირზე გამოვდივართ, რაც უდიდეს ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, თუმცა კარლო ანჩელოტის როტაციის საშუალება აქვს, რაც უდიდესი პლუსი გახლავთ დღევანდელ ფეხბურთში."

"ლუის ენრიკეს გუნდი კვლავავ ლიდერია, თუმცა სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანეთ და ჩემპიონობის რეალური შანსი კვლავაც გვაქვს. ჯერ-ჯერობით ადრეა ლა ლიგის ოქროს მედალზე საუბარი, თუმცა წარმატებისკენ ნელ-ნელა მივიწევთ."

"სამეფო თასზე ფიქრი უკვე დავიწყეთ, ჩვენთვის Copa-ს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტიტული გვაქვს დასაცავი, აქედან გამომდინარე "კორნელიასთან" პაექრობისთვის სრულფასოვნად მოვემზადებით."

"ზედიზედ 9 მოგება, თანაც იმ ფონზე, რომ მეტოქეებს შორის "ლივერპული" და "ბარსელონა" იყვნენ. დიდებული შედეგები გვაქვს. მეტად საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ." dle 10.1

  • Hala
  • 26 ოქტომბერი 2014
  • 2745
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)