ლუის ენრიკე : "შეცდომები დავუშვით"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, "ელ კლასიკოს" წაგების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და შეცდომებზე ისაუბრა...


"ისე დავიწყეთ, რომ ყველაფერი სიკეთისკენ მიდიოდა. ნამდვილად არ მეგონა ბერნაბეუზე ბიჭები მსგავს სტილს თუ შემოგვთავაზებდნენ თანაც საწყის წუთებზე. 0-1 კარგი იყო, მაგრამ ჩვენ ამას არ დავნებდით. დიდი შანსი გვქონდა მეორე გოლის გატანის, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, კასილასის კარში პირველ ტაიმში რომ 2 ბურთი აღმოჩენილიყო, 3 ქულას სწორედ "ბლაუგრანა" ჩაიწერდა აქტივში."

"არ ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეულ ასპექტებში შეცდომები დავუშვით, რამაც 2-1 მოგვიტანა. სამეფო კლუბს კი ფსიქოლოგიური მუხტი მიეცა. კარიმ ბენზემას მიერ შეგდებულმა ბურთმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, რადგან კარლო ანჩელოტიმ შედეგის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი და ცენტრი ფაქტიურად დაიკეტა."

"პიკე გამოცდილი მცველია, თუმცა ხელით თამაშისგან დაზღვეული არავინ გახლავთ."

"მიუხედავად იმისა, რომ პრინციპულ მეტოქესთან დავთმეთ მატჩი, ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერები ვართ და ეს წაგება ბევრ რამეზე აგვიხელს თვალს. სამუშაო ბევრია, თუმცა პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს."

"ჩვენ ამ წაგებით ბევრ რამეს ვისწავლით. აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს, რომელსაც სამომავლოდ სასიკეთოდ გამოვიყენებთ. არ ვნანობ, რომ ლუის სუარესი სასტარტო შემადგენლობაში დავაყენე. ის დიდებული ფორვარდი გახლავთ, რომელიც აუცილებლად იტყვის საკუთარ სიტყვას "ბლაუგრანას" რიგებში."

"სამეფო კლუბს გამარჯვება უნდა მივულოცო. კარლომ კოლექტივმა 3 ქულა ნამდვილად დაიმსახურა." dle 10.1

  • Hala
  • 25 ოქტომბერი 2014
  • 4440
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)