ელ კლასიკო – ვარსკვლავური ომები გრძელდება

სანტიაგო ბერნაბეუს გამოსასვლელ გვირაბში არ იქნება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, როცა რეალი და ბარსელონა ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან. სამაგიეროდ, იქ იქნებიან მსოფლიოს საუკეთესო პირველი და მეორე მოთმაშეები, ევროპის ოქროს ბუცის მფლობელები, პლუს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთისა და ოქროს ბუცის მფლობელები.


ოთხშაბათ საღამოს ფეხი-ფეხზე გადადებული გერეტ ბეილი ტელევიზორის ეკრანზე უცქერდა, თუ როგორ უსწორდებოდა მის გარეშე დარჩენილი მადრიდის რეალი ლივერპულს. ვერავინ იტყვის, რომ ბეილი არ აკლდა გუნდს, მაგრამ რეალურად, ეს მადრიდის თამაშზე არ ასახულა არა იმიტომ, რომ უელსელი სპრინტერი ცუდი ფეხბურთელია, არამედ იმიტომ, რომ მის გარეშეც საოცრად კარგად თამაშობს ბლანკოსი. ამ გუნდის საპირწონე ძალა მხოლოდ ისაა, რომელსაც ისინი დღეს, თბილისის დროით საღამოს რვა საათზე, მადრიდში დაუპირისპირდებიან.

გერეტის გარეშე ირღვევა ელ კლასიკოს სიმეტრია. ეს აღარ იქნება თამაში კრიშტიანუ, ბეილი, როდრიგესი VS მესი, ნეიმარი, სუარესი. ამ ექსვი ფეხბურთელის საერთო ღირებულება 419 მილიონი ევროა, საიდანაც მარტო ბეილი 105 მილიონი ევრო ღირს. ამ დანაკლისის მიუხედავად, დღეს საღამოს, ფეხბურთის მექაში (როგორც ბერნაბეუს ერთმა თურქმა ჟურნალისტმა უწოდა), დიდი სანახაობა გველის საფეხბურთო გურმანებს.

იდეაში, ამ დაუვიწყარი პერფორმანსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ლუის სუარესის დაბრუნება უნდა გახდეს. მის სასჯელს გუშინ ღამე გაუვიდა ვადა, 18 საათით ადრე კლასიკოს დაწყებამდე. ისედაც დიდ დაპირისპირებას ეს ინტრიგა სასპენსს ჰმატებს. შესაძლოა, ერთად თავმოყრილ ფეხბურთელთა ასეთი ანსამბლი ვეღარასოდეს ვნახოთ მწვანე მინდორზე. ძალიან ნაცნობი ფრაზაა არაა? ამას ყოველწლიურად ვიმეორებთ, რადგან გვეჩვენება, რომ სამყაროში აღარ დარჩა ამ ორი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერების რესურსი. თუმცა, მადრიდული და კატალონიური გრანდები მაინც ახერხებენ ჩვენს გაოცებას. მათი მუდმივი სწრაფვა პერფექციონიზმისკენ ჩვეულებრივი ობივაწელის ფანტაზიას სცილდება.

მადრიდული „მარკას’ ჰედლაინებში ვკითხულობთ - „მეტი რაღა უნდა დაიწეროს?’ ერთ კვირიანი პრომოუშენის შემდეგ ახლა ფეხბურთელების „ჯერია“. „აქამდე არასოდეს გვქონია ამხელა მოლოდინები თამაშისგან“, - ასე იწყება სტატიის პრევიუ. ეს ყველაზე „ძვირადღირებული მატჩი იქნება“ მოედნის კვადრატულ მეტრზე კონცენტრირებულ „ვარსკვლავთა რაოდენობით“. ამას ემატება ბილეთების გაყიდვებისა და სატელევიზიო შემოსავლების თანხები, აკრედიტირებული ჟურნალისტების რაოდენობა და მაყურებლეთა აუდიენცია, რომელიც რეკორდს აღწევს.

ელ კლასიკო – ვარსკვლავური ომები გრძელდება

ეს „მარკას“ 1996 წლის დეკემბრის ელ კლასიკოს ქავერია. რეალი-ბარსელონა მუდამ უდიდესი დაპირისპირებად ითვლებოდა. ის აღარ იყო მხოლოდ ესპანური ჯახი, იგი უკვე ინტერნაციონალური მასშტაბის მოვლენა გახდა. არც ერთ სხვა გუნდთა დუელი ასეთ დიდ ინტერესს არ იწვევს. ელ კლასიკო საფეხბურთო დესერტია, რომელიც ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს როგორებიცაა: სოციალ-პოლიტიკური მნიშვნელობა, სიმბოლიზმი, მხარდამჭერთა ბაზა და ფინანსური ძლევამოსილება. რადოვან ანტიჩი ის იშვიათი ადამიანია, რომელსაც ორივე გრანდის მწვრთნელობა ხვდა წილად. იგი ამბობდა, რომ მადრიდის რეალისა და ბარსელონას ხელმძღვანელობა უფრო მნიშვნელოვანი პოსტია ესპანეთში, ვიდრე ამ ქვეყნის მთავრობის მინისტრობაო. ეს მოსაზრება ერთგვარ კლიშედაც კი იქცა. როცა რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ მენდესმა იგივე აზრი გააჟღერა, შეერთებული შტატების ელჩმა ასეთი რამე მისწერა მას: “ ძვირფასო რამონ, აბსოლუტურად მართალი ხართ!“

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, ჯერ კიდევ ადრეულ 90-იანებში. მენდოზა 1995 წელს წავიდა რეალის პრეზიდენტის პოსტიდან. მარკას ეს თავფურცელი კი მომდევნო, 1996 წელს არის დაბეჭდილი. ამ დაპირისპირების შესახებ ყოველ მომდევნო წელს მეტი იწერება და უფრო მეტი კიდევ ითქმის. რეალსა და ბარსელონას ყოველწლიურად ახალი ვარსკვლავები ემატებიან. მარკას ქავერში ვხედავთ ისეთ დიდ მოთამაშეებს როგორებიც იყვნენ რონალდო (ნაზარიო დე ლიმა), რაული, გუარდიოლა და პრედრაგ მიატოვიჩი. მათი წინამორბედები იყვნენ ლასლო კუბალა და ალფრედო დო სტეფანო, ლუის სუარეს მირამონტესი - ესპანელი Ballon d’Or-ის მფლობელი, ფერენც პუშკაში, იოჰან კრუიფი, ემილიო ბუტრაგენიო. მათ შემდეგ მოვიდნენ ზიდანი, რონალდინიო და უამრავი სხვა. უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში Ballon d’Or-ს ყველა მფლობელს თავიანთი კარიერის გარკვეული ეტაპი მაინც აქვთ გატარებული რეალში, ან ბარსელონაში.

ტალანეტების ასეთი აკუმულაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ელ კლასიკომ გლობალიზაცია განიცადა. რეალი და ბარსა პლანეტა დედამიწის ყველაზე მდიდარი გუნდები გახდნენ. მათ ქვეყნის მიღმა ყველაზე მეტი გულშემატკივრი ჰყავთ, ხოლო შიდა ასპარეზზე მათ ანგარიშზე საერთო გულშემატკივრთა რაოდენობის 60% მოდის. ახლა ისინი მსოფლიოს დასაპყრობად ემზადებიან, ესპანეთი უკვე ვიწრო სარბიელია მათთვის. „მთვარეზე გაფრინდით....მადრიდო, ბარსელონავ!“ ამბობს ხრისტო სტოიჩკოვი და სიცილს ვერ იკავებს.

მადრიდი და კატალონია უერთმანეთოდ წარმოუდგენელია. ისინი ერთმანეთის აღმავლობის კატალიზატორად იქცნენ. კონკურენციის კანონი სხვა გზას არ უტოვებს. რეალი და ბარსელონა შუა საუკუნეების კათედრალს გვანან, ამბობს რეალის ყოფილი სპორტული დირექტორი, ხორხე ვალდანო. თუ ერთი ქალაქი 100 მეტრიან შენობას ააშენებს, მეორე ქალაქი იძულებულია 101 მეტრი დააკონსტრუიროს.

ბარსელონას ჰყავდა მესი, რეალი იძულებული გახდა რონალდუ ეყიდა. გასულ ზაფხულს ბარსამ ნეიმარი შეძინა, რეალმა - ბეილი, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიელებმა სუარესი, ხოლო მადრიდელებმა ხამეს როდრიგესი გაიფორმეს. ყველა მათგანი ბაზრის უძვირესი მოთამაშე იყო. ბეილი - 105 მილიონი ევრო, სუარესი 81- მილიონი, ხამესი - 80 მილიონი. ნეიმარის ფასს სასმართლო დაადგენს, თუმცა ოფიციალურად მასში 57 მილიონია გადახდილი.

„რეალი ერთი წელი უტიტულოდ დარჩა და მათ 160 მილიონი დახარჯეს სამ მოთამაშეში, ბარსელონა ამას არ გააკეთებს“, - ამბობდა კატალონიელთა მცველი ჟერარ პიკე. თუმცა, ამ ზაფხულს მისმა გუნდმა იმ პოლიტიკას მიმართა, რასაც რეალი უკვე წლებია ატარებს. გუნდში მოვიდნენ სუარესი, რაკიტიჩი, ბრავო, ტერ შტეგენი, ვერმაელენი და მატიუ. რეალმა კი არა მარტო ხამესი, არამედ ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო თასის მფლობელი, ბავარიელი კროოსი გადმოიბირა.

კასტროლის ინდექსის მიხედვით, ტონი კროოსი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. ხამესმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, ხოლო რაკიტიჩი გასული წლის ლა ლიგის ერთ ერთი მთვარი მეპასე და მეგოლე გახლდათ. რაც შეეხება სუარესს: 2011 წლის კოპა ამერიკა აქვს მოგებული, 2013-2014 წლების პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბუცის ნომინაციაში, 31 გატანილი გოლით, პირველ ადგილს ინაწილებს რონალდუსთან ერთად.

დღევანდელი ელ კლასიკო უამრავ გოლს გვპირდება. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია თვალი გადავალოთ თამაშის მთავარ აქტორებს. მესი არგენტინის მეორე საუკეთესო ბომბარდირია, რონალდუ პორტუგალიის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მოთმაშე, ნეიმარი მალე ბრაზილიის საუკეთესო მეგოლე გახდება თუ აღებულ ტემპს შეინარჩუნებს, სუარესი კი ურუგვაის საუკეთესო ბომბარდირი. რეალმა და ბარსელონამ წელს ლა ლიგაში ჯამში 52 გოლი გაიტანეს , რეალის ბოლო ხუთ თამაშში გატანილი გოლების სტატისტიკა ასეთია; 5,5,2,5,8. ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის პირველ სამ ადგილს რონალდუ, ნეიმარი და მესი ინაწილებენ.

კრიშტანუ და ლეო პირად დუელსაც აწარმოებენ. ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიელს ორი, ხოლო არგენტინელს სამი ბურთიღა აკლიათ, რომ რაულის რეკორდი გადაფარონ. ლა ლიგის არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია კრიშტიანუს მსგავსი სტარტი - მან ბოლო რვა თამაშში 15 გოლს მოუყარა თავი და 71 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა. მესი კი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას უმიზნებს, მას ორო გოლი აკლია ტელმო ზარას შედეგამდე.

„ეს უდიდესი სანახაობა იქნება“, - გვპირდება კარლო ანჩელოტი და იქვე ღიმილით დასძენს,- „ მე კი ძალიან გამიმართლა, ამ თამაშზე დასასწრები ბილეთი რომ მაქვს, თანაც სრულებით უფასოდ“. dle 10.1

  • Maqashable
  • 25 ოქტომბერი 2014
  • 3446
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)