ჟულიო ბაპტიშტა : "რონალდუს გამარჯვება სისხლში აქვს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიო ბაპტიშტამ "ელ კლასიკოს" წინ ინტერვიუ ჩაწერა...


"მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის ჯახი ყოველთვის საინტერესო იყო, არის და იქნება. "ელ კლასიკო" მსოფლიო დონის პაექრობაა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი უყურებს."

"ბარსელონელთა წინააღმდეგ "ნოუ კამპზე" გატანილი გოლი არასდროს დამავიწყდება. მაშინ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და 0-1 ვიმარჯვეთ."

"სამეფო კლუბს დიდებული კოლექტივი ჰყავს. კარლო ანჩელოტიმ მაღალი დონის ინდივიდუალისტები შესანიშნავ გუნდურ მოთამაშეებად ჩამოაყალიბა. "ბლანკოსი" დღეს ძალიან სერიოზულ დონეს წარმოადგენს."

"სერხიო რამოსი სრულყოფილი ფეხბურთელია. ესპანელს კარგად ვიცნობ, მან "რეალს" დიდი პერსპექტივით მიაშურა, დღეს კი კაპიტნის სამკლაურსაც ხშირად ირგებს. უკანახაზელმა "მერენგების" რიგებში სიმწიფის პიკს მიაღწია."

"კრიშტიანო რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც დამსახურებულად მოიგო ოქროს ბურთი. პორტუგალიელი ფეხბურთელის ნაჩვენების შედეგები უბრალოდ აღმაფრთოვანებელია. ნებისმიერი ფორვარდი ისურვებდა მისი ნაჩვენები ციფრების გამეორებას. შვიდიანს გამარჯვება სისხლში აქვს."

"იკერ კასილასი მანქანა არ არის. ყველას აქვს გარკვეული ჩავარდნები. გულშემატკივარმა ის ძალიან გაკიცხა, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა, თუმცა ახლანდელი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და ესპანელი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე დგას. მადრიდულ გიგანტს დამსახურებული კაპიტანი ჰყავს, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება."

"ბარსელონელთა მხრიდან აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ჩემი თანამემამულე ნეიმარი. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც არცერთი მეტოქის არ ეშინია. არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგ "რეალი" იქნება, "მანჩესტერი" თუ სხვა რომელიმე დაბალი დონის კლუბი, ის ყველასთან აგრესიულია." dle 10.1

  • Hala
  • 25 ოქტომბერი 2014
  • 2090
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)