ანჩელოტი: "კარგად ვიცით, თუ რა დატვირთვა აქვს ამ მატჩს"

"რეალის" იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, "ბარსელონასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


ბარსელონა: "ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები ჰყავთ უტიტულო სეზონის შემდეგ და უფრო მოტივირებულნი არიან. ფილოსოფია იგივე აქვთ, მაგრამ უფრო სოლიდური დაცვა ყავთ და სტილიც განსხვავებულია."

პეპე: "თავს კარგად გრძნობს, ისევე როგორც რამოსი. ვფიქრობ ორივე ითამაშებს."

ცენტრი: "არამგონია იქ კონტროლის დამყარება შევძლოთ და ლიდერები გავხდეთ მთელი თამაშის მანძილზე. მათ ამ პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ."

რონალდუს ცვლილებაზე განცხადება: "ეს ხუმრობა იყო. ვაფასებს ლუის ენრიკეს შრომას, ისევე როგორც, ნებისმიერ ჩემ კოლეგას. ვიხუმრე და ეს მგონი ცუდად გამოვიდა."

გუნდის ცვლილება: "ვართ თვითკრიტიკულები და ვითვალისწინებთ შეცდომებს , რომლებიც დავუშვით "ატლეტიკოსა" და "სოსეიდადთან", შევძელით ბალანსის პოვნა და გუნდი უკეთესად ათამაშდა."

სუარესი: "ეს ჩემი პრობლემა არ არის. ის საკმაოდ ნიჭიერია, მაგრამ მისით, თუ მის გარეშე "ბარსელონას" ფილოსოფია არ იცვლევა. ფანატსტიკური ფეხბურთელია და მიხარია, რომ მას თამაში შეეძლება."

ბურთის ფლობა: "ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მოგებისთვის მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ."

ისკოსა და ხამესის ტრანსფორმაცია: "მთავარია, რომ გუნდს დამატებით ხარისხი შევძინოთ. ადაპტაცია მარტივია, ვინაიდან ფეხბურთელებმა იციან, თუ რა უნდათ და რას აკეთებენ. ისკო ყოველთვის ბოლომდე ვარჯიშობს. ეხლა უფრო ეფექტურია, ვინაიდან განვითარდა ფიზიკურადაც. ხამესით კი უბრალოდ აღფრთოვანებულები ვართ. ის თამაშობს იმ პოზიციაზე, რომელიც გვჭირდება."

ზეწოლა: "ეს ნორმალურია. წინა წელს კარგად ვერ გამოვედით ტურნირზე და იმედი გვაქვს, წელს გამოვასწორებთ. წინა წელთან შედარებით უკეთეს კონდიციაში ვართ, მაგრამ შედეგი არ არის კარგი."

დაცვის გასაღები: "კარგად დაცვა უმნიშვნელოვანესია. ანალოგიურად ფიქრობს ლუის ენრიკეც."

მესის შეჩერების გეგმა: "გეგმა ყოველთვის ერთია: მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ სივრცეები საჯარიმოში. ეს მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ ეხება, არამედ ხაზებს შორის არ უნდა იყოს დიდი სივრცე."

სისუსტე: "არ არსებობს იდეალური გუნდი. ჩვენც არ ვართ იდეალურები. მე ვცდილობ მათი სუსტი წერტილი ვიპოვო. მიყვარს სათანადოდ მომზადებული როცა ვხვდები თამაშებს. ჩემი გადაწყვეტილება სიურპრიზი იქნება ყველასთვის. სასტარტოში სურპრიზს გთავაზობთ."

სურპრიზი: "თუ ვთქვი, რა სურპრიზი გამოვიდა. სხვადასხვა ვარიანტები მაქვს, შეიძლება ნახევარმცველი მოვხსნა და ცრუ თავდამსხმელი ვათამაშო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკანა ხაზს სიურპრიზი არ შეეხება."

უფრო მცირე დრო: "როგორც რონალდუმ თქვა, არ გვესმის რატომ ვთამაშობთ 18:00-ზე და არა 21:00 საათზე, მაგრამ ჩემი აზრით, აღდგენას შევძლებთ, იმიტომ რომ ფიზიკურად კარგ კონდიციებში ვართ."

წყარო: AS dle 10.1

  • Madri
  • 24 ოქტომბერი 2014
  • 3996
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)