მილია : "მცირე უპირატესობა "რეალს" აქვს"

მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, მილიამ "ელ კლასიკოს" წინ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა...


"სამეფო კლუბს მცირედი უპირატესობა აქვს, რომელსაც პატარა მნიშვნელობა ექნება და ეს მატჩის სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ჩატარება გახლავთ. "რეალი" შინ გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა სტადიონზე, რადგან ფეხბურთელები თავს ვალდებულად თვლიან გულშემატკივართა წინაშე."

"ვგონებ, მაყურებელი დიდებულ პაექრობას იხილავს, რადგან ერთმანეთს ორი უმაღლესი კლასის კოლექტივი დაუპირისპირდება."

"არ ვიცი ლუის სუარესი ითამაშებს თუ არა, თუმცა მოედანზე გასვლის შემთხვევაში ის ალბათ მხოლოდ 30-35 წუთს გაატარებს მოედანზე, რადგან 4 თვეა მთავარ გუნდთან ერთად არ უთამაშია. თუკი მისი დებიუტი "რეალის" წინააღმდეგ შედგება, ამას დიდ გამოწვევას ვუწოდებდი. ურუგვაელი წინახაზელისთვის კლუბის შეცვლასთან ერთად რამდენიმე თვიანი პაუზა რა თქმა უნდა არასასიამოვნო იყო."

"ხავი ერნანდესი "ბარსელონასთვის" ახლაც კი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან ის კლუბის სიმბოლო გახლავთ. ესპანელმა ნახევარმცველმა "ბლაუგრანას" გერბის ქვეშ არაერთი სასიამოვნო მატჩით გამოიჩინა თავი."

"არ მიკვირს, რომ ისკო ალარკონი მსგავს დონეს აჩვენებს, რადგან ის დიდი პროფესიონალი გახლავთ, რომელსაც კარლო ანჩელოტიმ ძალიან ბევრ დამატებითი ფუნქცია შესძინა. ესპანელი ეფექტურია როგორც შეტევაში, ასევე უკანა ხაზში, ეს კი სწორედ იტალიელი სპეციალისტის დამსახურება გახლავთ."

"BBC-ს შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა ჩვენ თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მოდრიჩის, ისკო, ხამესისა და კროოსის თვალწარმტაც კვარტეტზე." dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2014
  • 2460
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)