კამაჩო : "კლასიკოს "რეალი" მოიგებს"

ლეგენდარული კამაჩო მოახლოვებული "ელ კლასიკოს" წინ საკმაოდ საინტერესო თემებზე საუბრობს...


ელ კლასიკო

"ეჭვი არ მეპარება, ძალიან მჭიდრო თამაშის მომსწრენი გავხდებით, რადგან თითოეული ბურთისთვის უშეღავათო ბრძოლა იქნება. "რეალი" და "ბარსელონა" როგორც ესპანეთში, ასევე მთელ ევროპაში დომინანტ გუნდებს წარმოადგენენ. იმედი მაქვს "ბლანკოსი" გამარჯვებული დარჩება."

სტაბილურობა

"ორივე გუნდი დღევანდელ დღემდე სტაბილურად მოვიდა. იყო გარკვეული ხარვეზები, თუმცა სუპერკლასიკოს ორივე გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ხვდება."

"ბარსელონას" დაცვა

"უდავოა, კატალონიელთა დაცვა წლევანდელ სეზონში მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაზეც ციფრებიც კარგად მეტყველებს. ლუის ენრიკეს კოლექტივს 8 ტურის თავზე არცერთი ბურთი არ აქვს გაშვებული საკუთარ კარში"

სერხიო რამოსი

"დიდი იმედი მაქვს სამეფო კლუბის ვიცეკაპიტანი ტრავმას მოიშუშებს და "ელ კლასიკოსთვის" მზად იქნება. ის ნამდვილი ჯარისკაცია, რომელიც გუნდის წარმატებისთვის შეუპოვრად იბრძვის. სერხიოს არყოფნა ანჩელოტის პრობლემებს შეუქმნის, რადგან ის კოლექტივის დიდი მოტივატორია."

რონალდუ და მესი

"კრიშტიანო რონალდუ თვალწარმტაცი ფეხბურთელი გახლავთ, პორტუგალიელის დონე დღევანდელ დღეს უმაღლესი გახლავთ. შესაძლოა ის წელს კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებდეს. იგივე თქმა შემიძლია მესიზეც. ლიონელი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს. იმედი მაქვს რომელიმე მათგანი სანაკრებო დონეზე წარმატებას მიაღწევს და ოქროს მედალს მოიპოვებს. არ შეიძლება, რომ რონალდუს და მესის საკუთარი ქვეყნის მაისურით ტიტული არ ჰქონდეთ მოგებული."

კრიშტიანოს ინდივიდუალიზმი

"უდავოდ რონალდუ დიდი ინდივიდუალისტია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის მარტო გადაწყვეტა. ზოგს ინიესტას თამაში მოსწონს, ზოგს კიდევ სხვისი, ზოგსაც კი კრიშტიანო."

ბეილის ტრავმა

"სამწუხაროა, რომ უელსელი ფეხბურთელი "ელ კლასიკოში" მონაწილეობას ვერ მიიღებს. გარეთი ძალიან საჭირო ფიგურაა, რომელსაც მუდმივად სჭირდება ყურადღების მიქცევა, სხვა შემთხვევაში ის სიტუაციას გაამწვავებს."

გარეთის ისკოთი ჩანაცვლება

"საბედნიეროდ, კარლო ანჩელოტის შემადგენლობის პრობლემების აღმოფხვრა შეუძლია, რადგან კლუბს დიდი რესურსი აქვს. გრძელი და სოლიდური სათადარიგოთა სკამი ყოველთვის საჭიროა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მადრიდის "რეალი" ხარ და ყველა ტურნირზე მაქსიმუმისტვის იბრძვი."

შაბათს გასამართი კლასიკო

"ამ შემთხვევაში ლუის ენრიკეს შეგირდები უკეთეს სიტუაციაში არიან, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგაზე სამშაბათს იასპარეზეს, კარლოს ფეხბურთელებმა კი ოთხშაბათს. მათ ერთი დღით მეტი ექნებათ ძალების მობილიზაციისთვის." dle 10.1

  • Hala
  • 23 ოქტომბერი 2014
  • 2996
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)