კლასიკოს დებიუტანტები

შაბათს საღამოს ელ კლასიკო გაიმართება. ორივე გუნდის შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას ამ სანახაობაში


ეს კლასიკო გამორჩეული იქნება "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" რამოდენიმე ფეხბურთელისთვის-ისინი პირველად მიიღებენ მონაწილეობას მასში.

წინა სეზონის შემდეგ "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს. "ბარსელონა" დატოვეს სანჩესმა და სესკ ფაბრეგასმა.

ცვლილებებია "მადრიდის რეალის" შემადგენლობაშიც. დი მარია და ხაბი ალონსოს "თეთრების" რიგებიდან წავიდნენ.

შევხედოთ , თუ ვისთვის იქნება ეს კლასიკო პირველი:

ბარსელონა

სუარესი

კლუბის უმთავრესი შენაძენი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე. მისი დებიუტი "კულეების" რიგებში სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება.

გოლის გატანის ალღო, მონდომება და მუმდიმი მოძრაობა-ესაა ის, რაც ახასიათებს ურუგვაელ ფეხბურთელს. მიუხედავად იმისა, რომ სუარესი ვერ დაიკვეხნის თავის დისკვალიფიკაციის გამო სათამაშო პრაქტიკით, ლუის ენრიკეს შესანიშნავი ფეხბურთელი ყავს შეტევის გასაძლიერებლად.

რაკიტიჩი

ნახევარმცველი "სევილიადან", რომელმაც თავისი ფიზიკური მონაცემებისა და თამაშის ხარისხის გამო მიიპყრო კატალონიელთა ყურადღება. ხორვატი ფეხბურთელი ბრწყინვალედ ერგება ლუის ენრიკეს სქემას და მას დიდი როლის შესრულება შეუძლია "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ბრავო

ბრავო "ბარსაში" პირადად ენრიკეს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდა. ესპანელს სურდა, რომ გუნდში გამოცდილი გოლკიპერი ჰყოლოდა და მის ამ მოთხოვნას ყველაზე მეტად სწორედ ჩილელი გოლკიპერი შეესაბამება.

ბრავოს ბრწყინვალე სტარტი აქვს "ბარსას" რიგებში. ის უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში , როგორც მეკარე, რომელსაც შვიდ თამაშში გოლი არ აქვს გაშვებული.

მატიუ

მის "ბარსელონაში" მოსვლად დიდი კრიტიკა მოჰყვა, ვინაიდან ექსპერტების აზრით, მასში ასაკთან შედარებით არარელაურად დიდი თანხა იქნა გადახდილი, მაგრამ მცველმა თავისი კარგი გამოსვლით ბევრი კრიტიკოსის ენა გააჩუმა. მისმა ადაპტაციამ სწრაფად გაიარა და მან შეძლო პიკეს სათადარიგოთა სკამზე დასმა.

მუნირი

ყველაზე დიდი გაოცება სეზონის სტარტზე სწორედ ამ ფეხბურთელმა გამოიწვია. ლუის ენრიკემ მას მისცა შანსი, რომელიც ფეხბურტელმა ხელიდან არ გაუშვა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის.

მიუხედავად ამ წინსვლისა, მუნირი მაინც ჩვეუილებრივი აგრძელებს მუშაობას, ის არ მისცემია ეიფორიას და უფრო და უფრო მეტ სათამაშო დროს იხვეჭს პირველ გუნდში. ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება შეტევის ხაზში "სანტიაგო ბერნაბეუზე".

სანდრო

კანარირელმა თავმდასხმელმა ლუის სუარესის არყოფნის დროს ხელი მიჰყო გოლების გატანას. ურუგვაელის დაბრუნების შემდეგ სავარაუდოდ ის კვლავ დაუბრუნდება ახალგაზრდულ ნაკრებს და იქ გააგრძელებს პროგრესს.

ტერ შტეგენი

"ბარსელონაში", როგორც ვიქტორ ვალდესის სათადარიგო მეკარე ის მოვიდა, მაგრამ მას მიეცა შანსი და ის ამ შანსს იყენებს. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკემ ტერ შტეგენი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის აირჩია.

ტერ შტეგენი "ბარსელონას" მომავლის გეგმების შემადგენელი ნაწილია. მას ბრწყინვალედ შეუძლია ფეხით თამაში და რეფლექსებიც იდეალური აქვს.

რაფინია

"სელტაში" გატარებული წლების შემდეგ ფეხბურთელი დაუბრუნდა "კამპ ნოუს". მაგრამ ტრავმის გამო მას ლუის ენრიკე დიდ სათამაშო დროს ვერ აძლევს.

მასიპი

ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და სავარაუდოდ ის ვერ შეძლებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშს.

დუგლასი

ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსაში" ისე მოვიდა, როგორც აქ მყოფ შემტევებს შეესაბამებათ. მისი დებიუტი "მალაგას" წინააღმდეგ შედგა. თამაშის შემდეგ ტრავმება მას არ მისცეს საშუალება, რომ კვლავ მოერგო პირველი გუნდის მაისური. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას "რეალის" წინააღმდეგ თამაშის შანსი მიეცეს.

ვერმაელენი

ჯერჯერობით მისი დებიუტი კატალონიურ გრანდში ტრავმის გამო არ შემდგარა. მისი გამოცდილება და თავით ბრწყინვალე თამაშის უნარი მისცემს მას საშუალებას თავისი ადგილი დაიკავოს ენრიკეს გუნდში. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ის თამაშს.

მადრიდის რეალი

კროოსი

მადრიდულმა გუნდმა მიმდინარე ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შენაძენი გააკეთა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კროოსში მათ მხოლოდ 25 მლნ. ევრო გადაიხადეს.

ახალგაზრდულობა, ხედვა და ფიზიკური განვითარება მას აძლევს საშუალებას იყოს საუკეთესო მსოფლიოში თავის პოზიციაზე. მოდრიჩთან ერთად ისინი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნახევარდაცვის რგოლს ქმნიან ევროპაში.

ხამეს რორიგესი

ფლორენტინო პერესის ამოჩემება. კოლუმბიელ ფეხბურთელს ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მაშინვე გახდა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი სარეკორდო თანხად. ხამესს ანჩელოტი ენდობა და ის სასტარტოს უცვლელი წევრი მოსვლისთანავე გახდა. მას თავისი ტექნიკის და სისწრაფის გათვალისწინებით შეუძლია დიდი როლი ითამაშოს კლასიკოში.

ნავასი

დიდებული სეზონის შემდეგ, "ლევანტეს" გოლკიპერმა ოცნება აისრულა და "მადრიდის რეალში" გადავიდა. კოსტა-რიკელი მეკარე დროის სიმცირეს განიცდის, ვინაიდან პირველი ნომერი იკერ კასილასია.

ჩიჩარიტო

მექსიკელი ფორვარდი ბოლო წუთს შეიძინეს, როგორც ბენზემას შემცვლელი წინა ხაზზე. ანჩელოტი კლასიკოში ალბათ მაინც ბენზემას ენდობა, ხოლო ჩიჩარიტო კი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

წყარო: Sport.es dle 10.1

  • shvela
  • 23 ოქტომბერი 2014
  • 3586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)