რონალდუ: "კლასიკოსთვის იდეალური ვარიანტი კვირა იქნებოდა"

კრიშტიანო რონალდუ უკმაყოფილებას გამოხატავს კლასიკო გამართვის თარიღით და აცხადებს, რომ იდეალური ვარიანტი კვირა იქნებოდა


კლასიკო და მესი: "მე მესის წინააღმდეგ კი არ მიწევს თამაში, არამედ "ბარსელონას" ვუპირისპირდები."

საათები კლასიკომდე: "არ მესის სიმართლე გითხრათ, კლასიკოს ჩატარების თარიღი რატომ არის შაბათს. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დღევანდელი თამაშის ჩატარების შესახებ გახდა ცნობილი. ეს დიდებული თამაშია. ჩატარების დრო კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ვიგებ რატომ მაინცდამაინც შაბათი. კლასიკოს შესაბამისი თამაშები დიდი ხნით ადრე იგეგმება და ასეთ დროს ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული. ასეთი თამაშის ასეთ სიტუაციაში კვირას ჩატარება იდეალური იქნებოდა. ნებისმიერ პროფესიონალმა იცის, რომ ასეთი თამაშებისთვის ორ დღეში ძალების აღდგენა შეუძლებელია."

ენფილდი: "ვიცოდით, რომ ურთულესი შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ პირველი 45 წუთი ფანტასტიკურად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ მოგება. ინგლისში სხვა კულტურაა, რომელიც ესპანეთისგან განსხვავდება და ეს არ მიკვირდა. ინგლისი მუდამ კარგად მემახსოვრება. აქ მარსელოსაც დაუკრეს ტაში. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთელებს უდიდეს პატივს სცემენ."

ტიტულის შენარჩუნება: "შეგვიძლია თუ არა ტიტულების შენარჩუნება? რატომაც არა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ურთულესი იქნება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვიცით, რომ ეს შესაძლებელია."

დიდი ტრიუმფი: "ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. აქ "რეალს" არ ჰქონდა მოგებული. არც გუნდს და არც მე აქ გოლი არ გვქონდა გატანილი, ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრწყინვალე საღამო გამოვიდა."

არსებული ფორმა: "ყველაფერი კარგადაა. გუნდი იზრდება და მინდა, რომ ეს ტემპი გავაგრძელოთ. წინ რთული შეხვედრები გველის. ვნახოთ რა მოხდება."

ერთი გოლი რაულამდე: "ეს არაა მნიშვნელოვანი. ადრე თუ გვიან ვიცი, რომ ამას შევძლებ , ასე რომ, დიდად არ ვღელავ ამაზე. მთავარი მოგებაა. მთავარია გუნდმა კარგად ითამაშოს."

ცვლილება: "მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვერ შევეწინააღმდეგები. ის აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ის ფიქრობ, თუ რა იქნება გუნდისთვის უკეთესი. ჭკვიანი მწვრთნელია, რომელიც მუდამ გველაპარაკება. წინ "ბარსელონა" გველოდება და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შემცვალა."

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ "თუ თქვენ მესის გულისხმობთ, ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს არაა მესის და რონალდუს დაპირისპირება ან "რეალის" ან "ბარსელონას" წინააღმდეგ. ესაა "მადრიდის რეალის" დაპირისპირება "ბარსელონას" წინააღმდეგ."

პლატინის განცხადება, რომ ოქროს ბურთს გერმანელი იმსახურებს: "ასეთ რაღაცეებზე არ ვრეაგირებ, მე ვაგრძელებ ჩემს გზას, ჩემს თამაშს ვავითარებ და როგორც წინა წელს, ისე ბოლო ოთხ წელზე მეტი ხნის მანძილზე, ყველამ იცის, რომ მე პასუხს მხოლოდ მოედანზე ვცემ..."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 23 ოქტომბერი 2014
  • 4899
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)