ანჩელოტი: „რონალდუ კარიერას „რეალში“ დაასრულებს“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, The Sun-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.


რონალდუზე დამოკიდებულება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რონალდუზე. თუ „რეალი“ პორტუგალიელს დაკარგავს, ჩვენ დავრჩებით ისეთი ფეხბურთელის გარეშე, რომელიც ყველა მატჩში ახერხებს თავის გამოჩენას.“

შესაძლოა კრიშტიანუმ მადრიდი დატოვოს?

„თითოელი ფეხბურთელი შესაძლოა ჩაანაცვლო, მაგრამ კრიშტიანუ ერთადერთია, რომლის ჩანაცვლება შეუძლებელია. გუნდიდან მისი წასვლა „რეალისთვის“ უდიდესი დანაკარგი იქნება, მაგრამ ეს გამორიცხულია. სუპერვარსკვლავს კარიერის დასრულება მადრიდში სურს. 100%-ით დარწმუნებელი ვარ, რომ შემდეგ სეზონშიც „ბლანკოსში“ იასპარეზებს და არა „მანჩესტერ იუნატედში“.

და არ შეიძლება თქვენ ცდებოდეთ?

„არა (იცინის). პორტუგალიელი ძალიან ბედნიერია ესპანეთის დედაქალაქში. ის მადრიდისგან დიდ სიყვარულს იღებს და ამით ძალიან კმაყოფილია. რონალდუ საუკეთესოა მსოფლიოში და თამაშობს ისეთ გუნდში, როგორიც მადრიდის „რეალია“. მადრიდსა და კრიშტიანუს ერთმანეთთან აქვთ შესანიშნავი ურთიერთობა, არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რამე შეიცვალოს. გარწმუნებთ, გოლეადორი თავის კარიერას სწორედ „თეთრებში“ დაასრულებს“

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ თუ რონალდუ სასტარტოშია, სამეფო კლუბი მოედანზე ერთბურთიანი უპირატესობით იწყებს მატჩს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ენფილდზე“ გამარჯვებისთვის იბრძოლებთ?

„არა, ჩვენ ეს ზუსტად არ ვიცით. ყოველთვის შესაძლებელია 2-1 ან 3-2 დათმო შეხვედრა, თუმცა სტატისკა მეტყველებს, რომ რონალდუმ 280 გოლი გაიტანა 250 მატჩში რეალის მასურით“

AS dle 10.1

  • Madri
  • 20 ოქტომბერი 2014
  • 3372
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)