დი მარია? ხამესმა კვლავ გაიბრწყინა

სეზონის დასაწყისში, ხამესის მოსვლისა და დი მარიას წასვლის გამო ატეხილი აჟიოტაჟი, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა.


"ლევანტეს" წინააღმდეგ სრულფასოვანი წარმოდგენით, კოლუმბიელმა დაამტკიცა, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდში უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე "პორტუს" საუკეთესო წლებში, "მონაკოსა" და ეროვნულ ნაკრებში.

ვალენსიაში გამართულ შეხვედრაში, 23 წლის ნახევარმცველმა თავისი რეპერტუარი სრულად წარმოაჩინა.მან გაიტანა გოლი, გააკეთა ასისტი და მთელი მატჩის განმავლობაში, თავდაუზოგავად და უშეღავათოდ იმუშავა მწვანე მინდორზე.ასეთი ასპარეზობით, შეგვიძლია შემადგენლობის შეუცვლელ წევრადაც კი მივიჩნიოთ.

მისი საუცხოო პასი ჩიჩარიტოზე, მეორე ტაიმში, დიდებულმა მიღებამ (კროოსის პასის შემდეგ) და ეპიზოდის მშვიდმა დასრულებამ გააქარწყლა.ხამესი ჩინებულად ხვდება კრიშტიანუს მოძრაობებს და მისი ცნობიერაბაც საგრძნობლად ამაღლებულია.

სამხრეთ ამერიკელი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.გულშემატკივრების გარდა, კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელები უცხადებენ ნდობას.

მისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება მომავალი უქმეები, რამეთუ არც მეტი არც ნაკლები, "ბარსელონას" წინაშე მოუწევს თავისი შესაძლებლობების დემონტრირება.თუ ამ შემთხვევაშიც A-ზე ჩააბარა გამოცდა ახალწვეულმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დი მარიას გახსენებას წერტილი დაესმევა.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)