კრისტიანო რონალდო: წარმატებაში დარწმუნებული ვარ

კრისტიანო რონალდო: წარმატებაში დარწმუნებული ვარ


კრისტიანო რონალდომ დღეს პრესკონფერენცია გამართა.


- არდადეგები როგორ გაატარე?
- გადასარევად. ძალიან კარგად დავისვენე. ალბათ, იმიტომ, რომ თავი თამაშით დიდად არ გადამიტვირთავს.

- მიჩელ სალგადომ თქვა, რომ თვითმფრინავივით სწრაფი ხარ.
- ძალიან კარგი, მიჩელი თუ ასე ფიქრობს. მისი დარი გამოცდილი ფეხბურთელის მხრიდან დაფასება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.

- “მანჩესტერ სიტის” პროექტზე რას იტყოდი? “ქალაქელებს” შენი შეძენა არასდროს უცდიათ?
- არასდროს. “მანჩესტერ სიტი” კარგი გუნდია დიდი მიზნებით, თუმცა მათი პრობლემები ახლა ნაკლებად მადარდებს. ამჟამად მხოლოდ “რეალზე” და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ვარ კონცენტრირებული.

- პელეგრინთან საუბარი გქონდა?
- ერთად ვმუშაობთ და ცხადია, მას ხშირად ვეკონტაქტები. ჩვენს შორის რაიმე განსაკუთრებული სახის საუბარი არ ყოფილა. ისე კი, ძალიან კარგი ადამიანია, ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ.

- კლუბმა უამრავი ფული დახარჯა.
- სწორედ მაგიტომ ყველამ საკუთარი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს საერთო წარმატებისთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ.

- ფიზიკური ვარჯიშები შენს ყოფილ და ამჟამინდელ კლუბებში რამდენად განსხვავდება?
- დღეში სამჯერ აქამდე არასდროს მივარჯიშია, თუმცა ეს კარგია, რადგან ჩვენ როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად ვმუშაობთ. მოკლედ, ამ მხრივ განსხვავება ნაკლებად იგრძნობა.

- “მანჩესტერის” დატოვება რთული იყო?
- რა თქმა უნდა. “მანიუში” 18 წლის ასაკში მივედი და 6 წელიწადში ყველანაირი ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო მოვიგე. “რეალი” ჩემთვის ახალი გამოწვევაა, მე კი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

- გუნდის კაპიტნებს უკვე დაუახლოვდი?
- არამარტო კაპიტნებს, არამედ კლუბის თითოეულ წევრთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. უზომოდ გახარებული და მოტივირებული გახლავართ.

- ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელის თამაშმა მოგხიბლა?
- ყველანი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. ფეხბურთელები კარგ ფორმაში ვართ და ახალ სეზონს მოუთმენლად ველით.

- გუნდში დასამკვიდრებლად უამრავი მოთამაშე იბრძვის.
- მწვრთნელს რთული სამუშაო ელის. კონკურენცია კი კარგია, ეს მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

- გუნდს ტიტულების მოგების რა შანსი აქვს?
- გამომდინარე იქიდან, რომ დიდებული მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, მომდევნო სეზონში ერთბაშად რამდენიმე ტიტულის მოგებსითვის ვიბრძოლებთ.

- ორშაბათს “შემროკ როვერსს” ხვდებით. მომდევნო მეტოქეზე რა იცი?
- გულახდილად გეტყვით, ამ გუნდის შესახებ არაფერი ვიცი. ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, - წინ ლამაზი და შედეგიანი თამაში გველის.

- რომელი მოთამაშის მხარდამხარ გსურს ყველაზე მეტად ასპარეზობა?
- თითოეული მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ამიტომ ვერცერთს გამოვარჩევ. საბოლოო გადაწყვეტილებას პელეგრინი მიიღებს.

- “ბარსელონამ” მაქსველი 4.5 მლნ. ევროდ გადაიბირა. ეს შენს სატრანსფერო თანხასთან შედარებით არაფერია.
- როგორც გითხარით, ჩემი მთავარი საფიქრალი მხოლოდ “რეალია”. მაქსველი კარგი ფეხბურთელია, თუმცა კატალონიელთა სატრანსფერო გეგმები არ მაინტერესებს.

- ესპანური და ინგლისური პრესა შეადარე.
- რა ვიცი, მგონი ესპანური ჯობია (იცინის). კარგად მესმის ჟურნალისტების სამუშაო, ისიც ვიცი, რომ ჩემს შესახებ უამრავ ჭორს იგონებენ, თუმცა ეს არ მადარდებს. პრესაში გამოქვეყნებული სტატიები მე ვერ შემცვლის.

- “მანჩესტერში” შენი ყოფილი 7-ნომრიანი მაისურით მაიკლ ოუენი ითამაშებს. ეს ფაქტი მასზე ცუდ ზეგავლენას ხომ არ მოახდენს?
- ოუენი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ზეწოლას ადვილად გაუმკლავდება. “მანჩესტერის” ხელმძღვანელებმა მართებული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 7 ნომერი სწორედ მაიკლს უბოძეს.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, “ბარსელონასთან” შეხვედრას, ალბათ, მოუთმენლად ელი.
- ისევე როგორც სხვა გუნდებთან მომავალ მატჩებს. სეზონში უამრავი მატჩის გამართვა გვიწევს, მათ შორის “ელ-კლასიკო” უმთავრესი იქნება.

- გუნდში ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი “გალაქტიკო” ხარ.
- მე “რეალის” რიგითი ფეხბურთელი ვარ და მეტი არაფერი. ყველას საკუთარი საქმე აქვს, საერთო წარმატების მისაღწევად ხომ კოლექტიური თამაშია საჭირო.

- როგორ ფიქრობ, ლა ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა თუ ვერ მოიგეთ, შენში გადახდილი თანხა წყალში იქნება გადაყრილი?
- მაგ ორიდან რომელიმე ტიტულს აუცილებლად მოვიგებთ. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ პასუხისმგებლობა მთლიანად გუნდზე უნდა გადანაწილდეს.

- გუნდში ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
- არ მეგონა თუ გუნდში ასეთი კარგი ატმოსფერო იქნებოდა. ფეხბურთელები ძალიან კარგად დამხვდნენ.

- გარემარბად გირჩევნია თამაში თუ ფორვარდად?
- მართალია, ბოლო დროს თავდასხმაში უფრო ხშირად ვთამაშობდი, თუმცა მე მაინც გარემარბის პოზიციაზე მირჩევნია ასპარეზობა. მოკლედ, ყველაფერი მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.

- “მანჩესტერიდან” “რეალში” გადმოსვლის შემდეგ, შენი ცხოვრება რამდენად შეიცვალა?
- კარიერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი,. ახალ გამოწვევებს არასდროს ვუშინდებოდი. 18 წლის ასაკში, ლისაბონი დავტოვე და “მანჩესტერში” გადავბარგდი, სადაც კარიერის საუკეთესო ეტაპი გავატარე. ახლა კი, “რეალში” ვარ და ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ერა დაიწყო.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 16 ივლისი 2009
  • 2527
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)