არბელოა: „200 მატჩის ჩატარება დიდი პატივია“

„ლუდოგორეცთან“ მატჩში ალვარო არბელოამ მეორასედ მოირგო „ბლანკოსის“ მაისური. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „რეალის“ ოფიციალურმა საიტმა და ტელევიაზიამ ინტერვიუ ჩაწერეს ფეხბურთელთან.


„აკადემიის ფეხბურთელისათვის სამეფო კლუბის მაისურის ორასჯერ მორგება წარმოუდგენელი და საამაყოა. „რეალში“ ბავშვი მოვედი, ახლა კი მეორასე შეხვედრას ვზეიმობ.“

„მინდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ამ დიადი კლუბის ნაწილი. „ბლანკოსი“ ჩემი სახლია და ჩემ გულში ზის. რათქმაუნდა, რთულია ასეთი მომთხოვნი გუნდის რიგებში მრავალი სეზონის გატარება, თუმცა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.“

„სანტიაგო ბერნაბეუზე ქომაგი მაშინაც კი იღებს სიამოვნებას, როდესაც ის ცარიელია. ბუნებრივია, ჩ/ლიგის თამაშებზე გასაოცარი ატმოსფერო სუფევს. ჩვენ დიდებული ურთიერთობა გვაქვს გულშემტაკივრებთან და ყოველთვის განსაკუთრებულია გადაჭედინ სტადიონზე თამაში. ეს ძალიან ემოციური მომენტია. სანამ ფეხბურთელი გავხდებოდი მეც ბერნაბეუს ტრიბუნიდან ვადევნებდი თვალ-ყურს „რეალის“ შეხვედრებს.“

„როდესაც, დეკემბერში საკლუბო მუნდიალსაც დავიბევებ, შემდეგ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოვიგე „ბლანკოსის“ რიგებში. აქ უკვე მე-6 წელია ვთამაშობ და სიმართლე გითხრათ, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე „რეალთან“ ერთად თასი აღმართვა. ლა დესიმა და 93-ე წუთი, ყოველთვის დარჩება ჩემ მეხსიერებაში. სიმბოლურია, რომ როდესაც „რეალში“ შემოვაბიჯე ფეხი იმ წელს, ზიდანის დიდებული გოლი ვიხილე ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო 12 წლის შემდეგ მე გავხდი მეტად სასიხარული ამბის მონაწილე.“

„მეათე თასის მოგებიდან ხუთი წუთის შემდეგ, გულშემატკივრებმა „მეთერთმეტეზე“ დაიწყეს საუბარი. ქომაგები პირველები არიან, რომლებიც ჩვენგან საუკეთესოს ითხოვენ. ასევე, ჩვენ მომთხოვნები ვართ საკუთარი თავის მიმართ. მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარ ამოცანად მსოფლიო საკლუბო მუნდიალის, ლა ლიგის, კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება დგას. ეს განსაკუთრებული კლუბია და ტიტულების მოგება აქ უფრო რთულია, ვიდრე სხვაგან.“

„კარიერის განმავლობაში ბევრ დიდებულ მწვრთნელთან მიმუშავია, კამაჩოდან დაწყებული ანჩელოტით დამთავრებული. არასოდეს დამავიწყდება კარლიტოს საუბარი, ჩ/ლიგის ნახევარ ფინალში „ბაიერნთან“ მატჩის წინ.“

„გატანილი გოლებიდან, „ატლეტიკოს“ კარის აღებას გამოვარჩევდი. განსაკუთრებული გოლი იყო, რამეთუ საკმაოდ რთულ შეხვედრაში 1-1 ფიქსირდებოდა ტაბლოზე. რათქმაუნდა, თითოეული გოლი, როგორც ჩემი ასევე თანაგუნდელის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ფეხბურთელობასთან ერთად ამ გუნდის დიდი ფანი ვარ.“

Realmadrid.Com dle 10.1

  • Madri
  • 3 ოქტომბერი 2014
  • 1283
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)