2008 წლიდან მოყოლებული "რეალი" ლიგის სადებიუტო მატჩებს იგებს

მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბს 2008 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი და მეორე პაექრობა მოგებული აქვს...


2008/09 წლების სეზონის სტარტიდან მოყოლებული, დღემდე სამეფო კლუბი მეორე ტურის თავზე სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს 6 ქულით.

უკვე მეშვიდე სეზონია "თეთრები" მუდმივად 100%-იან შედეგს აჩვენებენ პირველ და მეორე პაექრობებში. სასიამოვნო ტრადიციამ სტარტი "ბატესთან" მატჩმა აიღო, მეორე დაპირისპირება კი დედაქალაქელებმა ზენიტთან მოიგეს. "ბორისოვი" 2-0 იქნა დამარცხებული, რუსეთში კი ესპანელებმა 1-2 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ სასტარტო მატჩები მოიგო ჟოზე მოურინიომ, რომელმაც კლუბში 3 წელიწადი გაატარა, კარლო ანჩელოტიმ კი აღებულ გეზს არ გადაუხვია და შარშან სადებიუტო პაექრობაში "გალათასარაის" გამანადგურებელი ანგარისით 1-6 სძლია. მეორე მატჩი კი დანიის "კოპენჰაგენს" მოუგო 4-0.

წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ სამეფო კლუბი კვლავაც ცხრილის სათავეშია მოქცეული 6 ქულით. "მერენგებმა" ჯერ "ბაზელი" გაანადგურეს საკუთარ მოედანზე 5-1, შემდეგ კი ბულგარულ "ლუდოგორეცთან" იმარჯვეს 1-2.

მიმდინარე სეზონში "ბლანკოსს" ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 7 გოლი დაუგროვდა, საკუთარ კარში კი 2 მიიღო. საუკეთესო ბომბარდირობისთვის კი ალბათ ყველამ იცის ვინც იბრძვის. კრიშტიანო რონალდუ კვლავაც განაგრძობს გოლების გატანას. dle 10.1

  • Hala
  • 3 ოქტომბერი 2014
  • 1916
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (191)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)