შუკერი : "რთულია გუნდი სტაბილური იყოს, როდესაც ლიდერები მიდიან"

დავორ შუკერის განცხადებით, მადრიდის "რეალში" ყველაფერი მალე დალაგდება, უფერული სტარტი კი გუნდიდან ლიდერების წასვლამ განაპირობა...


"სამეფო კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. ვერცერთი მწვრთნელი ვერ შეძლებს ერთი ხელის მოსმით ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს დანაკლისის შევსებას. უფერული სტარტი სწორედ ლიდერების წასვლამ განაპირობა, თუმცა რესურსი ნამდვილად არის და ყველაფერი სულ მალე დალაგდება."

"კარლო ანჩელოტის ცოტა დრო უნდა მიეცეს, იგი იმ დონის მწვრთნელია, რომელსაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ავიღოთ მანჩესტერ "იუნაიტედის" მაგალითი. ვერავინ იტყვის, რომ ინგლისელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემა აქვთ, თუმცა ვხედავთ, რომ არც ისე კარგად დაიწყეს ბურთის გაგორება პრემიერ ლიგაში."

"იკერ კასილასი დიდებული კიპერია, როდესაც მე "რეალში" ვიყავი, მაშინ ესპანელი ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა. კაპიტანმა "მერენგებში" საკუთარი ეპოქა შექმნა. კონკურენცია მისთვის პრობლემა არ უნდა იყოს."

"დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ლა ლიგიდან აუცილებლად მოხვდება "ატლეტიკო". "რეალსა" და "ბარსელონაზე" საუბარი ზედმეტია, მეოთხე გუნდი კი ალბათ "სევილია" იქნება, თუმცა საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევთ საშუალო დონის კოლექტივებს ბრძოლა."

"როგორც რაკიტიჩი, ასევე ლუკა მოდრიჩი უმაღლეს დონეზე თამაშობს. ორივე მოთამაშეს უდიდესი პოტენციალი აქვს. ხორვატებს დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ უფრო მეტად ლუკას წარმატება გამიხარდება, მიზეზი კი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ის "ბლანკოსის" ღირსებას იცავს." dle 10.1

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2014
  • 1789
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)