ისკო : "მოტივაცია არ მაკლია"

ისკო ალარკონმა "ლუდოგორეცთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა, ესპანელი ფეხბურთელი ჟურნალისტებთან შესახვედრად კარლო ანჩელოტისთან ერთად გაემართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა...


"4-3-3 ჩვენი სტილია, რომელიც კლუბში კარლო ანჩელოტიმ დანერგა და დიდი შედეგები მივიღეთ."

"დამრიგებელს სურს, რომ რაც შეიძლება მეტ პოზიციაზე შემეძლოს თამაში, აქედან გამომდინარე ერთად ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ დაცვითი ფუნქციებიც კარგად შევითავსო, კარლო ყველაფერს აკეთებს ჩემი წარმატებისთვის. დღევანდელ ფეხბურთში აუცილებლად მობილური უნდა იყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც "რეალის" ღირსებას იცავ, სადაც უდიდესი კონკურენციაა."

"მე და ილიარამენდი არ ვდუნდებით და ყოველთვის ველოდებით შანსს. მთავარი მწვრთნელი ინტენსიურ კონტაქტშია ჩვენთან და მაქსიმუმის გაკეთებას გვაიძულებს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოედანზე გასასვლელად და ტიტულებისთვის საბრძოლველად."

"მეტოქეს ვაფასებთ. "ლუდოგორეცი" დებიუტანტია და გამოცდილება არ აქვს, რასაც ვერ ვიტყვით "ბლანკოსზე", მაგრამ უამრავი კლუბის ჩამოთვლა შემიძლია, რომელთაც გრანდები დაუმარცხებით, რაც პირველ რიგში შემართებისა და ბოლომდე ბრძოლის შედეგი იყო, დარწმუნებული ვარ ბულგარელები ბოლომდე დაიხარჯებიან."

"შარშანდელი სეზონის სტარტი ბრწყინვალე იყო, სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი ვიყავი და გოლების გატანასაც ვახერხებდი, რასაც ვერ ვიტყვი წლევანდელ სეზონზე. ახლა სათადარიგოთა სკამზე ხშირად მიწევს ჯდომა, მაგრამ მუშაობას განვაგრძობ და ვცდილობ გუნდურ ტემპს არ ჩამოვრჩე."

"ვფიქრობთ, გამარჯვება შეგვიძლია, თუმცა ამისთვის დაკვირვებული თამაში იქნება საჭირო. ბოლო თამაშებზე ბრწყინვალე შედეგები ვაჩვენეთ, მოდუნებას არც ახლა ვგეგმავთ."

"გუნდური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ, უმნიშვნელოვანესია ფეხბურთელებმა საერთო მიზნისთვის იბრძოლონ."

"ლუდოგორეცი დაცვაში ძალიან ეფექტურად თამაშობს, რაც ლივერპულთან პაექრობაშიც გამოჩნდა, სადაც ინგლისელებს ნამდვილად გაუჭირდათ, აქედან გამომდინარე მჭიდრო დაპირისპირებას ველით."

"ხამესი დიდებული ფეხბურთელია, მისი ადაპტაცია წარმატებით მიმდინარეობს, კოლუმბიელი ფეხბურთელი ყოველდღიურად უმატებს და ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება."

"რა თქმა უნდა, მსურს მეტი სათამაშო დრო მივიღო, თუმცა ვაცნობიერებ, რომ "ბლანკოსში" ვარ, სადაც უდიდესი კონკურენციის პირობებში მიწევს ყოველდღიური ცხოვრება. მადრიდში ბედნიერად ვგრძნობ თავს."

"გუნდი ყოველდღიურად ურთულეს ვარჯიშებს ატარებს და ბოლომდე იხარჯება, ყველაფერს კი მწვრთნელი წყვეტს." dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2014
  • 3129
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)