ავტორიზაცია
  • ქართველი
  • მადრიდისტები
  • "რეალი" 35 წლის შემდეგ ბრუნდება სოფიაში

    მადრიდის "რეალისთვის" ბულგარეთი საკმაოდ უცხო ქვეყანაა, რადგან ესპანურ გიგანტს ბულგარეთის დედაქალაქში მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები...

    შორეულ 1979 წელს "ბლანკოსი" პირველად ეწვია სოფიას, სადაც ადგილობრივი კლუბი 0-1 დაამარცხა, განმეორებითი დაპირისპირება კი სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც მერენგებმა უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და 2-0 იმარჯვეს. შეხვედრა 19 სექტემბრით თარიღდება.

    დედაქალაქელთა მხრიდან ბულგარეთში გოლი ერთადერთ მადრიდისტას აქვს გატანილი და ეს რობერტო მარტინესი გახლავთ.

    35 წლის შემდეგ "რეალი" სოფიას უბრუნდება, სადაც "ლუდოგორეცთან" გაარკვევს ურთიერთობას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია.

    ანჩელოტის როგორც ფეხბურთელს სოფიაში 1984 წელს აქვს ნათამაშები, როდესაც ის დედაქალაქური "რომას" ღირსებას იცავდა და მოსკოვის არმიელებს 0-1 სძლია. მწვრთნელის რანგში კი იტალიელს 1999 წელს მოუწია ბულგარეთში ვიზიტი, მაშინ კარლიტო ტურინის "იუვენტუსს" წვრთნიდა და 1-3 იმარჯვა.

    "ვასილ ლევსკის" სტადიონი არც გარეთ ბეილისთვის გახლავთ უცხო. უელსელ მოთამაშეს ამ მოედანზე საკუთარი ნაკრების ღირსება აქვს დაცული, იმ დაპირისპირებაში ბრიტანელებმა ადგილობრივი ბულგარეთი 0-1 დაამარცხეს. dle 10.1

    30 სექტემბერი 2014
    1762
    0
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    რეკლამა

    ლა ლიგის ბომბარდირები

    N
    ფეხბურთელები
    გოლი
    1
    მესი
    19
    2
    ბენზემა
    14
    3
    სუარესი
    11

    ჩემპ. ლიგის ცხრილი

    გუნდი
    1 პსჟ 6 5 1 0 16
    2 რეალი 6 3 2 1 11
    3 ბრიუგე 6 0 3 3 3
    4 გალათასარაი 6 0 2 4 2
    რეკლამა
    გამოკითხვა
    ?
    დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...
    რამოსი
    მარსელო
    ბენზემა
    კროოსი
    მოდრიჩი
    აზარი
    ბეილი
    კაზემირო
    რეკლამა