ჯერარდი : "რეალის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტავაცია იქნება"

სტივენ ჯერარდის განცხადებით, მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყოფნა დიდი მოტივაციაა...


"უკვე 34 წლის ვარ და ვთვლი, რომ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, თუმცა მთელ სეზონს შეუცვლელად ნამდვილად ვერ ჩავატარებ. ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, სადაც გამოცდილება ფასდაუდებელი გახლავთ. მზად ვარ თანაგუნდელებს საკუთარი შეხედულებები გავუზიარო."

"ლუდოგორეცმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ დავრჩით 3 ქულის მეპატრონეები. არც ისე იოლ ჯგუფში ვართ. დარწმუნებული ვარ "ბაზელის" მოთამაშეები "რეალთან" 5-1 წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაციას შეეცდებიან, რადგან წაგების შემთხვევაში მათი შანსი ძალიან შემცირდება."

"სამეფო კლუბი "ენფილდზე" შესანიშნავი ანგარიშით დავამარცხეთ, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და სიტუაცია არაერთხელ შეიცვალა რადიკალურად."

"მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრები ერთმანეთზე საინტერესო იქნება, რადგან ერთმანეთს ორი დიდებული ისტორიის მქონე გუნდი ხვდება. მადრიდელთა წინააღმდეგ ასპარეზობა დიდი მოტივაციაა."

"კარლო ანჩელოტის ფილოსოფიას ძალიან კარგად ვიცნობ, იტალიელი სპეციალისტის "მილანის" წინააღმდეგ 2-ჯერ ვითამაშე ფინალში." dle 10.1

  • Hala
  • 29 სექტემბერი 2014
  • 2414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)