კარლოსი: „კასილიასი ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში“

ლეგენდარულმა მარცხენა განაპირა მცველმა და „სივასპორის“ მოქმედმა დამრიგებელმა რობერტო კარლოსმა, ყოფილ თანაგუნდელს ხოტბა შეასხა.


- მიუხედავად იმისა, რომ თურქულ გუნდს წვრთნით, მაინც ადევნებთ თვალს სამეფო კლუბის თამაშებს?
- რასაკვირველია.მადრიდელები დიდებულად ირჯებიან.ბოლო 4 დაპირისპირებაში 20 გოლი შეაგდეს და ეს ციფრები, ფეხბურთელებისა და ანჩელოტის ერთობლივი მუშაობის ნაყოფია.

- როგორც ჩანს, 4-3-3 სისტემის პირობებში, ანჩელოტი „ცენტრს“ ვერ იჭერს სათანადოთ...
- კარლიტო მსოფლიოს დონის მწვრთნელია და აუცილებლად იპოვის სათამაშო ბალანსს.მან ეს შეძლო განვლილ სეზონში და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ისეთ მადრიდს ვიხილავთ, როგორიც მას სურს.სეზონი ყოველთვის ბუნდოვნად იწყება, მაგრამ არ ვნერვიულობ.ანჩელოტის ხელში „რეალი“ გაცილებით ძლიერი კლუბია და კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს.იმედია, „მეთერთმეტესაც“ ვიხილავთ სეზონის ბოლოს.

- რას ფიქრობთ მეკარეებზე? „ვილიარეალის“ წინააღმდეგ კვლავ კასილიასი ვიხილეთ, რომელსაც „სანტიაგო ბერნაბეუ“ უსტვენს...
- იკერი კლუბის სახეა.ის 15 წელია „რეალის“ ღირსებას იცავს, რა დროის განმავლობაშიც, ბევრი ტიტული მოიგო და ბევრჯერ გაუწია დახმარება თანაგუნდელებს.ვფიქრობ, კასილიასი მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯია.სტვენას რაც შეეხება, ნორმალური მოვლენაა სპორტში.

- რას გვეტყვით მარსელოზე?
- ვგონებ, ამ მომენტისათვის, მარსელო ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში.ის სრულყოფილი ფეხბურთელია და ძალიან კარგად გამოდის.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)