ბუტრაგენიო : "იკერი ნამდვილი პროფესიონალია"

ემილიო ბუტრაგენიომ "ვილიარეალის" დამარცხების შემდეგ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა...


"ცუდი სტარტის შემდეგ საკმაოდ სოლიდურად ვასპარეზობთ და ქულებს ვაგროვებთ. როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე პრიმერა დივიზიონში მაქსიმალურად ვიხარჯებით და შედეგებიც სახეზე გვაქვს."

"მართალია ბენზემამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ მან უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ასევე ფრანგის ანგარიშზეა ბრწყინვალე ასისტი. რომ არა ფრანგი მოთამაშე პორტუგალიელი წინახაზელი მეტოქის კარს ვერ აიღებდა."

"იკერ კასილასმა სოლიდურად ითამაშა. "წყალქვეშა ნავის" წინახაზელებმა არაერთხელ გაამწვავეს სიტუაცია, თუმცა კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ნერვიულობის საშუალებას არ გვაძლევდა."

"ბეილი საუკეთესო კონდიციისგან შორს არის, მაგრამ გუნდური თვალსაზრისით ძალიან საჭიროა. უელსელ მოთამაშეს დიდი როლი აკისრია, აქედან გამომდინარე კრიტიკა ამ შემთხვევაში ურიგო იქნება. დარწმუნებული ვარ შემტევი სულ მალე ბევრად უფრო პროდუქტიული მოთამაშე გახდება."

"ვილიარეალის წინააღმდეგ ნორმალურად ვითამაშეთ, რაც მთავარია აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ და სიტუაცია დავალაგეთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უნდა გადავერთოთ."

"ლუდოგორეცის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდმა დიდი პროგრესი აჩვენა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გავიდა." dle 10.1

  • Hala
  • 27 სექტემბერი 2014
  • 2909
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)