ანჩელოტი "ვილიარეალზე" საუბრობს

კარლო ანჩელოტიმ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.


"შარშანდელთან შედარებით "ვილიარეალი" უფრო განვითარდა. ეს არის სწრაფი, დინამიური და კარგად ორგანიზებული გუნდი. ჩემი გუნდი უკვე მოემზადა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" წინააღმდეგ სათამაშოდ და ვფიქრობ მატჩი საინტერესო იქნება."

"ჩემი ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. ამჟამად სეზონის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ვართ და მეტი კონცენტრაცია გვმართებს. როდესაც ბურთს ვფლობთ თავს კომფორტულად ვგრძნობთ მინდორზე, თუმცა ახლა სხვა კომპონენტებშიც უნდა განვვითარდეთ."

ბენზემა: "მართალია იგი ხშირად ვერ ახერხებს გოლის გატანას, თუმცა გუნდისთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. დარწმუნებული ვარ იგი მოახერხებს მეტოქის კარის აღებას. კარიმი ჩემი გუნდის შეტევას აძლიერებს და ეს მაკმაყოფილებს."

კასილასი: "მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადავწყვეტ თუ ვინ იქნება სასტარტოში. ჯერ-ჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ."

კეილორ ნავასი და ვილიან ვეჩი: "იგი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეების მწვრთნელია და მან იცის როგორ უნდა ავარჯიშოს თავისი შეგირდები. ვეჩის თვალდახუჭული ვენდობი. ნავასი იმიტომ დავაყენე ძირითადში, რადგან იგი სათამაშო წუთებს იმსახურებდა."

კასილასი და ნავასი: "ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და აფასებენ. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ საწვრთნელი ბაზის გარეთ ისინი ერთმანეთს "ჭამენ"."

რონალდოს და მაიკლ ჯორდანის შედარება: "მე მის წინააღმდეგ თამაში მომიწია, როდესაც "მილანს" ვწვრთნიდი. მაშინ რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა და მინდა გითხრათ, რომ მისი შეჩერება ძალიან რთულია. რონი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან იგი ჩემს გუნდში ირიცხება. კრიშტიანო მართლა ჯორდანივით შეუჩერებელია, სწორი შედარებაა."

პეპე და კოენტრაო: "სამწუხაროდ ორივე პორტუგალიელი მცველი "ვილიარეალის" წინააღმდეგ ვერ დაგვეხმარებიან."

გარეთ ბეილი: "მას ყვითელ წყალქვეშა ნავის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. სწორედ "ვილიარეალის" წინააღმდეგ შედგა მისი დებიუტი და გოლითაც გამოირჩა. დარწმუნებული ვარ კიდევ მიეცემა მათი კარის აღების შანსი."

კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება პრემიერ ლიგაში: "მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რონი მადრიდში თავს შესანიშნავად გრძნობს. ფანებს და კლუბის ხელმძღვანელობას იგი ძალიან უყვართ და არამგონია მისი გაყიდვა ვინმემ მოისურვოს."

ჩიჩარიტო: "დიდია ალბათობა იმისა, რომ მექსიკელი ფეხბურთელი კვლავ თადარიგში დარჩეს."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 26 სექტემბერი 2014
  • 2811
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)