უჩე : "რეალთან მატჩისთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით"

"ვილიარეალის" ფეხბურთელის, უჩეს განცხადებით მადრიდის "რეალთან" მატჩი რთული იქნება, თუმცა სანახაობრივი თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე...


"მადრიდელთა თამაში დიდი მოტივაციაა, თითოეულ ფეხბურთელს ძალიან სურს "ელ მადრიგალზე" გასვლა და კარლო ანჩელოტის კოლექტივის წინააღმდეგ ასპარეზობა. იმ შემთხვევაში თუ 3 ქულას მოვიპოვებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან დედაქალაქელებთან დაპირისპირებისთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვემზადებით."

"ცუდი სტარტი? ალბათ უკანასკნელი პესიმისტიც ვერ იტყვის იმას, რომ "რეალში" სერიოზული პრობლემებია. ალბათ ნახეთ თუ რა გააკეთა ამ გუნდმა ბოლო პაექრობებში, მათ უდიდესი შეტევითი პოტენციალი აქვთ, რომელსაც სათანადოდ იყენებენ."

"შარშან საშინაო კედლებში ფრეზე გავიყარეთ, სანტიაგო ბერნაბეუზე კი დავმახრცხდით, ახლა კი იმედი გვაქვს, რომ აქტივში 3 ქულას ჩავიწერთ და გულშემატკივრებს გავახარებთ."

"მადრიდელთა წინააღმდეგ 100%-ით დახარჯვა საკმარისი არ იქნება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მომენტი, რომელიც შეგვექმნება, საჭიროა ზუსტად თამაში, სხვა შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან მეტოქე უსერიოზულეს ძალას წარმოადგენს."

"ჩერიშევი ძალიან დაგვაკლდება. რუსმა მოთამაშემ ჩვენ ფილოსოფიას იოლად აუღო ალღო და იდეალურად ასპარეზობს. სამწუხაროდ, დედაქალაქელთა წინააღმდეგ მას ტრიბუნიდან მოუწევს მატჩზე თვალის დევნება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დანაკლისი სრულად აღმოვფხვრათ." dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2014
  • 1860
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)