ბეილი "ელ მადრიგალზე" ბრუნდება

მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევისთვის, გარეთ ბეილისთვის "ელ მადრიგალი" განსაკუთრებული სტადიონი გახლავთ, რადგან 1 წლის წინ, 14 სექტემბერს, სწორედ ამ სტადიონზე შედგა მისი მადრიდული დებიუტი, სადაც გარეთმა გოლის გატანაც მოახერხა...


პატარა დაზიანების შემდეგ უელსელი მოთამაშე კლუბს დაუბრუნდა და დებიუტს მოუთმენლად ელოდა. კარლო ანჩელოტიმ გარეთი სასტარტოში დააყენა და "ვილიარეალის" წინააღმდეგ შეტევების გამწვავება დაავალა.

მატჩის 38-ე წუთზე დანიელ კარვახალის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ უელსელმა მოთამაშემ მეტოქის კარში გაახვია ბურთი, ბეილისთვის ეს იყო დაუვიწყარი მომენტი, რადგან მან სადებიუტო მატჩში თავი გამოიჩინა.

შემტევს "ვილიარეალთან" 100%-იანი შედეგი აქვს, მან ორჯერ იასპარეზა "წყალქვეშა ნავის" წინააღმდეგ და ორივეჯერ მოახერხა გოლის გატანა. პირველ შემთხვევაზე უკვე ვისაუბრეთ მეორე კი სანტიაგო ბერნაბეუზე დაფიქსირდა, სადაც 23-ე ტურში "რეალმა" საშინაო არენაზე 4-2 იმარჯვა, ერთ-ერთი გოლის ავტორი სწორედ უელსელი გახლავთ.

მაშ ასე, გარეთი "ელ მადრიგალზე" ბრუნდება, მადრიდისტებს კი იმედი აქვთ, რომ სასიამოვნო სტატისტიკა კვლავაც პროგრესირებადი იქნება და შემტევი გოლს გაიტანს. dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2014
  • 1778
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)