მადრიდის "რეალი" - 18 გოლი ერთ კვირაში

კრიშტიანო რონალდუ, გარეთ ბეილი, ბენზემა, ხამეს როდრიგესი, ჩიჩარიტო ერნანდესი? ალბათ ყველა ნაცნობია, დიახ სწორედ ამ ფებხურთელებმა შეძლეს სასწაულის მოხდენა და 3 მატჩში 18 გოლის გატანა...


ცუდი სტარტის შემდეგ, მადრიდის "რეალი" სასურველ ფორმას უბრუნდება. მართალია გუნდის ნახევარდაცვა ჯერ-ჯერობით მაინც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა შეტევითი პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ ყველა პრობლემის გადალახვის იმედს იძლევა.

დედაქალაქელებმა წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დაიწყეს, სადაც მეტოქე შვეიცარიული "ბაზელი" გახლდათ, კრიშტიანო რონალდუს, როდრიგესისა და მათი მეგობრების ბრწყინალე ასპარეზობის ხარჯზე კარლოს დამოძღვრილებმა მეტოქეს 5 ბურთი გაუტანეს.

შემდეგ "დეპორტივოს" ჯერ დადგა. ბევრი პესიმისტურად უყურებდა "რიასორზე" ვიზიტს, რადგან სამეფო კლუბს პრიმერაში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა, თანაც ლაკორუნიაში გუნდი არც ისე დამაჯერებელია ხოლმე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2-8, თანაც ჩიჩარიტოს ბრწყინვალე დუბლი.

5:1-სა და 2:8-ის შემდეგ, ოპტიმისტმა მადრიდისტებმა ესპანეთის დედაქალაქში ტრანსპარანტები გამოაკრეს, სადაც გუნდს "ელჩესთან" 11-3 მოგებას სთხოვდნენ, თუმცა მადრიდელებმა მოთხოვნა ვერ შეასრულეს და "სამწუხაროდ" მხოლოდ 5-1 დასჯერდნენ, კრიშტიანო რონალდუმ კი პოკერის შესრულება მოახერხა.

დღეისათვის მადრიდის "რეალს" ლა ლიგაში 9 ქულა აქვს მოგროვებული და 4-ით ჩამორჩება ლიდერ "ბარსელონას", რომელმაც გუშინ გასვლითი შეხვედრა ნულოვანი ფრით დაასრულა, აქედან გამომდინარე პრიმერაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

ბომბარდირებს კი უკვე სოლიდურად ჩაუდგა ოქროს ბურთის მფლობელი სათავეში, რომლის ანგარიშზე 9 გოლი გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2014
  • 2202
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)