უგო სანჩესი: "ჩიჩარიტომ ანჩელოტი უნდა დაარწმუნოს"

მადრიდის "რეალის" მექსიკელმა ლეგენდამ, უგო სანჩესმა ხავიერ ერნანდესზე ისაუბრა.


"ორი გოლი. ჩიჩარიტოსთვის მართალია ეს სადებიუტო შეხვედრა არ იყო, თუმცა ვფიქრობ იგი არაერთ ულამაზეს გოლს გაიტანს სამეფო კლუბის შემადგენლობაში."

"ერნანდესის ტრანსფერი ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო. ძალიან გამახარა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მასთან ხელშეკრულების გაფორმებამ. ვფიქრობ მას მადრიდში მალე შეიყვარებენ."

"მანჩესტერ "იუნაიტედში" ჩიჩარიტო დიდად არ გამოირჩეოდა, რადგან მას საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა სერ ალექსი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და გადამწყვეტ მომენტებში მატჩის ბედის შესაცვლელად სწორედ იგი შემოყავდა მინდორზე."

"კარგად მახსოვს ჩემი კარიერის დეტალები. როდესაც "ატლეტიკოში" ჩავირიცხე ჩემთვის სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც კლუბის დატოვება გადავწყვიტე. მადრიდის "რეალში" კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. გადმოსვლისთანავე გავხდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და აქ ვიგრძენი მადრიდელი გულშემატკივრის სიყვარული."

"ატლეტიკოდან "რეალში" გადასვლა ჩემთვის მარტივი საქმე როდი იყო. ჩემი გადაბირებით აგრეთვე დაინტერესებული იყო კატალონიის ბარსელონა და რამდენიმე იტალიური კლუბი. მაგრამ როდესაც პედრო ანტონიო და რამონ მენდოსა ჩემთან სალაპარაკოდ მოვიდნენ, მე გამოვხატე დიდი ინტერესი მადრიდის "რეალისადმი", რამაც მათ საქმე გაუმარტივა და ჩემი სატრანსფერო მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა."

"მინდა ისევ დავუბრუნდე ჩიჩარიტოს და მის შესაძლებლობებზე ვისაუბრო. ხავიერი სწრაფი და მოტივირებული ფეხბურთელია. იგი ყოველთვის დიდი შემართებით გამოდის სტადიონზე და ცდილობს თითოეული მომენტი გამოიყენოს და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვიოს. მას აქვს ძალიან დიდი ნიჭი. შეტევის დროს ძალიან სწორად არჩევს პოზიციას და თითქმის ყოველთვის ასხლეტილი ბურთი მასთან მიდის. რაისორზე ჩიჩარიტომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან კარლო ანჩელოტი დაარწმუნა, რომ მისი იმედი უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ როდესაც მადრიდელთა მეთოთხმეტე ნომერი ნიმდორზე გამოვა იგი ყოველთვის ეცდება მთავარი მწვრთნელის უფრო მეტი ნდობის მოპოვებას."

"კარიმ ბენზემაც საკმაოდ ტალანტურია და იგი ხშირ შემთხვევაში გუნდისთვის დიდი სამუშაოს გაწევას ცდილობს. საქმე იმაშია, რომ სამეფო კლუბში ირიცხება ისეთი მოთამაშე, როგორიც არის კრიშტიანო რონალდო. იგი არ თამაშობს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, თუმცა ისეთი შედეგი აქვს, რომ ბენზემას და დანარჩენ ფეხბურთელებს ჩრდილში ამწყვდევს. რონის წარმოუდგენელი კარიერა აქვს. იგი რეკორდებისთვის არის გაჩენილი."

"რაც შეეხება იკერ კასილასს, მის მიმართ მხოლოდ საქებარი სიტყვები შემიძლია ვთქვა. როდესაც იგი მინდორზეა ყველაფერს გააკეთებს მადრიდელთა კარის დასაცავად. იკერი ნამდვილი ლეგენდაა და დარწმუნებული ვარ კარიერას სამეფო კლუბში დაასრულებს, რადგან ასეთი დიდი პატივი მან ნამდვილად დაიმსახურა. კასილასი რჩეულია!"

"მართალია ძალიან ცუდია როდესაც შენი საყვარელი გუნდის გულშემატკივარი გისტვენს, თუმცა აქ არის სხვა საკითხი. მახსოვს, როდესაც განვაცხადე, რომ მადრიდის "რეალის" დატოვება გადავწყვიტე, შემდეგ მატჩზე ბერნაბეუზე გამოჩენისთანავე სტვენა დამიწყეს. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან გულშემატკივარმა გაიგო მათთვის არასასურველი ინფორმაცია. ისინი სულ მცირე ხნით იყვნენ დამწუხრებულები, თუმცა გავიდა დრო და მათი სიყვარული ჩემდამი ისევ გაცოცხლდა."

"მადრიდის "რეალი" მართლაც დიდებული გუნდია. რამდენიმე თვის წინ მათ მეათედ აღმართეს ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს წარმოუდგენელი შედეგია. მახსოვს იკერ კასილასის ცრემლები და გაბრწყინებული სახე. სწორედ მაშინ გამოიხატა ფეხბურთელების სიყვარული სამეფო კლუბის მიმართ. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს."

"ხაბი ალონსოს და ანხელ დი მარიას ტრანსფერმა ბევრს ფანს დაწყვიტა გული. თუმცა როდესაც ფეხბურთელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი, შენ მის აზრს ვერ შეცვლი. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო მადრიდის "რეალისთვის" თუმცა ვფიქრობ ამჟამად მოიძებნება გუნდში ისეთი მოთამაშე, რომელიც მათ ჩანაცვლებას შეძლებს. ანჩელოტისთვის დი მარია "ფინალების" ფეხბურთელი იყო. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს. ალონსოს გამოცდილება კი ნებისმიერი გუნდისთვის წარმატებების გასაღებია."

As.com dle 10.1

  • Junior
  • 23 სექტემბერი 2014
  • 1819
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)