კარლო ანჩელოტის მატჩისწინა პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ელჩესთან" დაპირისპირების წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


"როდესაც ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთიან ძალას წარმოადგენენ წარმატების შანსი დიდია, სხვაგვარად ძალიან რთულია მოგებაზე იფიქრო. შარშანდელ სეზონში "ინჩასების" მხარდაჭერა არ დაგვკლებია, იმედი მაქვს, ახლაც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან ერთიანი გუნდი ყოველთვის უფრო დიდ შედეგს დადებს."

"საზომი ვერც "დეპორტივო" ვერც "ბაზელი" და ვერც "ელჩე" ვერ იქნება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პროგრესი გვაქვს, რადგან ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებით. შარშანდელი სეზონის სტარტიც არ იყო დამაკმაყოფილებელი და ქულები დავკარგეთ, ახლა კიდევ უფრო უარესი სიტუაცია ვიხილეთ, თუმცა ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად არის და გუნდი წინ მიდის, დარწმუნებული ვარ ლაკორუნიელებთან დიდი ანგარიშით მოგება კიდევ უფრო გაგვაძლიერებს."

"წინა ხაზი ძალიან ეფექტურია, ფორვარდებს შეუძლიათ მარგი ქმედების კოეფიციენტი კიდევ უფრო აწიონ, აქედან გამომდინარე ცდას არ დავაკლებთ."

"კრიშტიანო რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, რაც პირველ რიგში მის სრულყოფილებაში გამოიხატება. მას შეუძლია ფორვარდად თამაში, ასევე შესანიშნავად ირჯება ფლანგზე, პორტუგალიელი ყოველთვის ცდილობს მოწოდების სიმაღლეზე იდგეს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს."

"პეპეს ფეხზე კვლავაც დაზიანება აქვს და "ელჩეს" წინააღმდეგ ასპარეზობას ვერ შეძლებს, ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა სიტუაციაშია რამოსი, რომელსაც ასევე მცირე დაზიანება აქვს, ესპანელს ფიტნეს დარბაზში ძალიან სერიოზულ დავალებებს ვაძლევ, რათა დროულად მოხდება აღდგენა, თუმცა დიდია შანსი იმისა, რომ ვიცე კაპიტანმაც ვერ ითამაშოს, ამ შემთხვევაში დაცვის ცენტრს ვარანი და ნაჩო გაამაგრებენ."

"ხამეს როდრიგესი უნივერსალია დ რამდენიმე პოზიზიაზე შეუძლია თამასი, მისი ყველაზე დადებითი თვისება სწორედ ეს გახლავთ. ის ფორვარდის უკანაც ბრწინვალეა და მარცხენა ფლანგზეც. კოლუმბიელი ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია და დარწმუნებული ვარ უდიდეს სარგბელს მოგვიტანს."

"კონკრეტულ სიტუაციაში ვინც უკეთეს ფორმაში იქნება ის ითამაშებს, ამას მხოლოდ მე ვწყვეტ და ყველა მემორჩილება, რადგან მთავარი მწვრთნელი მე ვარ, საკუთარ გადაწყვეტილებას ყველაზე მეტ უარყოფით მხარეს პირველ რიგში მე ვუძებნი, ასე რომ სხვისი რჩევა-დარიგებები არაფერში მჭირდება."

"ილიარამენდიმ "დეპორტივოსთან" ბურთის მეტი კონტროლის საშუალება მოგვცა, ბასკმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დამიტოვა, მას დიდ პატივს ვცემ. ლაკორუნიელებთან გვქონდა ის, რაც დაგვაკლდა ანოეტაზე, რის გამოც წავაგეთ."

"ისკო დიდებული მოთამაშეა, მის პროგრესს ალბათ ყველა ვამჩნევთ, ესპანელი ნახევარმცველისთვის პირველი წელი ძალიან პროდუქტიული იყო, ის მუდმივად იზრდება და ვითარდება, "რეალისთვის" ალარკონი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლავთ."

"კასილასი მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, მას გულშემატკივრებმა ტაში უნდა დაუკრან. რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს, ხორვატი შარშან დიდებული იყო, წელს კი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა."

"ბენზემა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და არ მესმის რატომ აკრიტიკებენ მას. არ ვიცი ითამაშებს თუ არა "ელჩეს" წინააღმდეგ. დარწმუნებული თუ ის სათადარიგოთა სკამზე დარჩება ყველა იტყვის, რომ ფრანგი "რეალს" დატოვებს, თუმცა წინასწარ მინდა ვთქვა, რომ კარიმი ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს გატანილი გოლით, აქედან გამომდინარე უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელებას აზრი არ აქვს, ცხრიანი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი გახლავთ."

"ჩიჩარიტოს ორმა ულამაზესმა გოლმა მადრიდისტების გული გაახარა. კმაყოფილი ვარ, რომ მექსიკელმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო, თანაც ეფეტური დარტყმებით, მას დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ."

"ლა ლიგა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, "სევილია" და "ვალენსია" უდიდეს ძალას წარმოადგენენ, თუმცა "რეალმა" ოქროს მედალი უნდა მოიპოვოს." dle 10.1

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2014
  • 3381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)