მეტსელდერი გუნდს შეუერთდა

დღეს, დილის ვარჯიშის დროს მადრიდისტებს კრისტოფ მეტსელდერი და მარსელო ჟუნიორი შეუერთდნენ. გერმანელ ცენტრალურ მცველს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებდა, დიდი ხნის შესვენების შემდგომ, როგორც იქნა მოიშუშა ფეხი და დაიწყო გუნდთან ერთად მომზადება. რაც შეეხება კასტილიელებს–სლაჟაი და ხუანანი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.


მეტსელდერი მხოლოდ ფიზიკურ მოთელვებს აკეთებდა. მას სულ ახალი მორჩენილი აქვს ტრავმა და მისთვის ძლიერი დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის. შობაც ახლოვდება და ფეხბურთელებს დასვნების საშუალება მიეცემათ... ამ ერთ თვიან შუალედში კი გერმანელს ბოლომდე გამოჯანმრთელების საშუალება ეძლევა.

მეტსელდერი გუნდს შეუერთდა

მადრიდისტები უმეტეს დროს დაცვითი ტაქტიკის განმტკიცებას უთმობდნენ. ფიზიკური სავარჯიშოებიც სწორედ უკანა ხაზელებზე იყო გათვლილი, რადგან სამეფო კლუბს მართლაც საკმაო პრობლემები აქვს დაცვაში. შეგახსენებთ რომ გასულ კვირას "მესტალიაზე" გამართულ შეხვედრაში პეპე დაშავდა, ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მისთვის სეზონი უკვე დასრულდა."
მეტსელდერი გუნდს შეუერთდა

რა თქმა უნდა პეპემ გამოტოვა დილანდელი ვარჯიში. იგი პორტუგალიაში იმყოფება, სადაც მან უკვე გაიკეთა ოპერაცია. ნისტელროიმ, კაკამ და გუტიმ კიდევ გამოტოვეს ვარჯიში. როგორც სჩანს მათ საკმაოდ სერიოზული ტრავმები აწუხებთ...
მეტსელდერი გუნდს შეუერთდა



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: KEvlishA dle 10.1

  • kevlisha
  • 17 დეკემბერი 2009
  • 2759
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)