ელდერ პოშტიგა : "რონალდუსთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება"

"დეპორტივოს" ფორვარდმა, ელდერ პოშტიგამ "რეალთან" შეხვედრის წინ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"მნიშვნელოვანი მატჩი გველის. "დეპორტივო" სულ ახალი გუნდია, რომელსაც პროგრესი ესაჭიროება, პრიმერადივიზიონი ამ კლუბის გარეშე ელფერს კარგავს, აქედან გამომდინარე ლაკურუნიაში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გუნდი ბევრად უფრო სოლიდური გახდეს."

"ლა ლიგაში 3 მატჩი გავმართეთ და 4 ქულა მოვაგროვეთ, არც ისე კარგი შედეგია, თუმცა ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და საკუთარ ძალებში ეჭვი არ გვეპარება."

"მადრიდის "რეალს" ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა, დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგის მატცის შემდეგ, დედაქალაქელები კარგ ხასიათზე გამოვლენ მოედანზე."

"კრიშტიანო რონალდუსთან დიდი ხანია ვმეგობრობ, ჩვენ არაერთხელ მოგვირგია პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისური, სასიამოვნოა მასთან დაპირისპირება, მატჩის ბოლოს ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად გადავეხვევით და შეძლებისდაგვარად ვისაუბრებთ."

"სამეფო კლუბს მძლავრი ნახევარდაცვა ჰყავს, თუმცა ჩვენ ვიცით, თუ როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. საკუთარ კედლებში გამარჯვების იმედი გვაქვს." dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2014
  • 1942
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)