კლუბის ვალი 602 მლნ. ევროს შეადგენს

კლუბის ვალდებულებები წინა წელთან შედარებით 11,3%-ითაა გაზრდილი და 602 მლნ. ევროს შეადგენს. შემოსავლებმა მხოლოდ და მხოლოდ 5%-იანი ზრდა აჩვენა


"მადრიდის რეალის" ვალდებულებებმა წინა წელთან შედარები 11,3%-იანი ზრდა აჩვენა და 2013/14 წლებისთვის 602 მლნ. ევრო შეადგინა. აღნიშნული 602 მლნ. ევროიანი ვალი შეადგენს ყველანაირი ვალდებულებების ჯამს სხვადასხვა კრედიტორების (მომხარებლები, სხვა კლუბები, საჯარო სამსახურები და ა.შ.) და ბანკების მიმართ. წინა წელს სრულმა ვალმა შეადგინა 541 მლნ. ევრო. როგორც ხედავთ ერთი წლის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი 11,3%-ით 602 მლნ. ევრომდეა გაზრდული.

ვალის ზრდა შეიძლება გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწყო კლუბმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვა , მაგ: იგუაინი (37 მლნ. ევრო) ან იოზილი (45 მლნ. ევრო). აღნიშნული კამპანია გაგრძელდა წელსაც და "მადრიდის რეალი" შეელია ისეთ ფეხბურთელს, როგორიც დი მარიაა, 75 მლნ. ევროს სანაცვლოდ (ეს ტრანსფერი გათვალისწინებულ იქნება შემდგომი წლის ანგარიშგებაში). ყველა ეს ფეხბურთელი უფრო იაფად იქნა შეძენილი.

602 მლნ.-იანი ვალიდან 75 მლნ. ბანკებზე მოდის, 361 მლნ. მოკლევადიანი ვალია, ხოლო 241 მლნ. კი გრძელვადიანი.

წყარო: AS

PS: კლუბის ფინანსური მაჩვენბლების ანალიზს შემოგთავაზებთ, როგორც კი გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცებენ 2013/14 წლების ფინანსურ დოკუმენტს და ატვირთავენ "მადრიდის რეალის" ვებ-გვერდზე. dle 10.1

  • shvela
  • 20 სექტემბერი 2014
  • 3387
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)