ანჩელოტი: „„დეპორტივოსთან“ ვარანი ითამაშებს“

პრიმერა დივიზიონის მეოთხე ტურის პაექრობის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„რა თქმა უნდა, ყოველთვის რთულია შინაურ კედლებში ბურთის გაგორება.განვლილი სეზონის მსგავსად, მადრიდისტებმა წელსაც გაგვაკრიტიკეს.როდესაც ქომაგები გვისტვენენ, ისინი მართლები არიან.მიუხედავად ყველაფრისა, ვისურვებდი ყველა მატჩის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართვას.“

„საჭიროა სათამაშო დონის გამოსწორება.საწყის ტურებში უსახურად გამოვიყურებოდით და აუცილებელია ცვლილებები.“

„მარჯვენა ფრთაზე დიდი კონკურენცია სუფევს.არბელოას, კარვახალსა და ნაჩოს შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება.აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი შესანიშნავად გაისარჯა „ბაზელის“ წინააღმდეგ.“

„ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „დეპორტივოსთან“ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდება, პეპეა.მას გარკვეული პრობლემა აქვს კუნთებთან დაკავშირებით.“

„ილიარასადმი ნდობა არ დამიკარგავს.სეზონის განმავლობაში ბევრი შეხვედრის ჩატარება გვიწევს და შესაბამისად, ხშირად მივმართავთ როტაციას.შანსი მიეცემათ ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც არიან მედრანი და ლორენტე.მალე გამოჯანმრთელდება ხედირაც.“

„ვერ გეტყვით, როდის იქნებიან მოთამაშეები იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ეს.სისტემატური ვარჯიშები და თამაშები ხელს შეუწყობს ფეხბურთელების ფორმის გაუმჯობესებას.ამ მომენტისათვის, ყველაზე მეტად, მოდრიჩისა და ბეილის კონდიციებზე ვდარდობ.“

„მოურინიო დიდი მწვრთნელია და ნებისმიერ კლუბში ძალუძს მუშაობა.მისი და კრიშტიანუს ურთიერთობით არ ვინტერესდები.ეს არანაირ კავშირშია კლუბთან.“

„უცნაური პრე-სეზონი გვქონდა და პირველ ტურებზეც აისახა ყოველივე ეს.“

„ვიცით, რომ „რიასორზე“ ადვილი გასეირნება არ გველოდება.საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევის გაღება.“

„ჩიჩარიტოსთვის პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ.ის სათადარიგოდან დაიწყებს მატჩს.“

„ჯერჯერობით ნაადრევია ქულათა სხვაობაზე საუბარი.საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, რამეთუ სეზონი ძალიან დიდია.ჩვენ უნდა გავიუმჯობესოთ კონდიციები, რაც ბოლომდე ბრძოლის საშუალებას მოგვცემს.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)