ოსვალდო რეიესი: კაკას ტრავმა აქვს მაგრამ "რეალს" ჰყავს რაფაელი

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ოსვალდო რეიესმა სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებსა და ჰოლანდიელ რაფაელ ვან დერ ვაარტზე ისაუბრა...


,,მადრიდის რეალში დიდი რევოლუცია მოხდა, წელს ჩვენ სულ სხვანაირად დაკომპლექტებულ გუნდს ვხედავთ, რომელიც აჩვენებს უმაღლეს კლასს და თანდათანობით იხვეწება. ,,კაკა , რონალდო, იგუაინი, რამოსი, ბენზემა , ლასანა დიარა" - სწორედ ეს ფეხბურთელები არიან დღევანდელი ,,ბლანკოსის" მამოძრავებელი ძალა. ისინი ახალგაზრდები და ენერგიით აღსავსენი არიან, დღევანდელ ფეხბურთში კი ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს".

,,ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ რიკარდო ამჟამად მკურნალობის კურსს გადის და ცდილობს რაც შეიძლება მალე შეძლოს ვარჯიშის დაწყება, ჩემი აზრით კაკა რეალისთვის შეუცვლელი ფიგურა არ არის მიუხედავად მისი უმაღლესი საშემსრულებლო კლასისა, რადგან თეთრებს ჰყავთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი. ყველამ კარგად ვნახეთ ვალენსიას წინააღმდეგ მისი თამაში "მესტალიას" სტადიონზე, რაფაელი მართლაც შეუდარებელი იყო, იგი დარბოდა ყველგან აკეთებდა ძალიან კარგ, გამჭოლ გადაცემებს, ეხმარებოდა მცველებს და იყო ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი ,,ბლანკოსის" რიგებიდან. ვფიქრობ რაფაელს გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს და იგი დაამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ჩემი სუბიექტური აზრით რაფაელი რეალის ძირითად 11 კაცში ადგილს ნამდვილად იმსახურებს".

,,უყურეთ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თამაშებს და ჩემს აზრებს აუცილებლად დაეთანხმებით, მე დიდი ხანია ამ ფეხბურთელს ვაკვირდები და რამდენიმე ფენომენალური ნიჭიც აღმოვაჩინე მასში, ვან დერ ვაარტი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მას შეუძლია უდიდესი დახმარების გაწევა რეალისთვის, მისი პროფესიონალიზმის არ დაფასება ძალიან ცუდია, რეალი ამით ბევრს კარგავს" - განაცხადა საფეხბურთო ექსპერტმა. dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2009
  • 3803
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)