რონალდუს რეალის დატოვება სურს

ბრიტანული გამომცემლობა Sunday Express-ის მიხედვით კრიშტიანუ რონალდუ მზად არის ინგლისში დასაბრუნებლად. ინფორმაციის თანახმად ის უკმაყოფილოა მადრიდის რეალის სატრანსფერო პოლიტიკით და აღარ სურს სამეფო კლუბში გაჩერება.


სავარაუდოდ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2015 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს მადრიდის რეალს და მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება. იმ კლუბს, რომელსაც კრიშტიანუს გადაბირება სურს ბიუჯეტის შეთხელება მოუწევს, რადგან სამეფო კლუბი იაფად არ აპირებს რონის გაყიდვას, პლიუს ამას ემატება თავად ფეხბურთელის მოთხოვნა, მას კვირაში ხელფასის სახით 625 000 ევრო სურს. რაც თვეში 2.5 მილიონი ევრო და წელიწადში 30 მლნ. ევრო გამოდის. აღნიშნული ხელფასის გადახდა კი მიუღებელია ფინანსურად ისეთი ძლიერი გუნდისათვის, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც წითელი ეშმაკები რეალთან მიაღწევენ შეთანხმებას, ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ და ხელფასის შემცირებას შეეცდებიან.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევით შესაძლოა ისარგებლოს მანჩესტერ სიტიმ და თანაქალაქელებს ხელიდან გამოგლიჯოს რონალდუ. ყველასთვის ცნობილია, რომ სიტის მფლობელი არაბი შეიხები არც ფეხბურთელებში ერიდებიან დიდი თანხის დახარჯვას და არც ფეხბურთელებს უხდიან დაბალ ხელფასებს. ვნახოთ ისინი თუ დააკმაყოფილებენ კრისის პირობებს.

იმ შემთხვევაში თუ რონალდომ ამხელა ხელფასი მიიღო, ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღლანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. dle 10.1

  • Junior
  • 14 სექტემბერი 2014
  • 9060
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)