რონალდოს წიგნის პრეზენტაცია

დღეს გაიმართა კრიშტიანო რონალდოს წიგნის პრეზენტაცია–"ოცნებები სრულდება". ფლორენტინო პერესმა რონისთან ერთად გაუკეთა წარდგინება პორტუგალიელის შემოქმედებას. ასევე სიტყვით გამოვიდნენ: ხორხე ვალდანო, ჯეიმი ლისავეცკი, სამეფო კლუბის ვიცე–პრეზიდენტი ენრიკე სანჩესი და წიგნის თანაავტორები...


კრიშტიანოს წიგნის მიხედვით

ენრიკე ორტეგო–"ძალიან ბევრი ესპანელი ფეხბურთელის ბიოგრაფია მსმენია, ასევე უამრავი ინგლისელი მოთამაშისაც. ამის მიუხედავად ყველაზე მეტად ალფრედო დი სტეფანოს ავტობიოგრაფიით მოვიხიბლე. მე ძალიან ბევრი რამ ვიცი სამეფო კლუბის ამ ლეგენდის შესახებ და ამით ძალიან ვამაყობ..."

"ჩვენ ვფიქრობთ რომ ის იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ეს ასეც არის. მაგრამ ლუის სუარესმა 2002 წელს განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს ნაირი ნიჭიერი და დიდებული ფეხბურთელი მას არ უნახავს... მე მის პოზიციას აბსოლიტურად ვეთანხმები და სულით ხორცამდე ვიზიარებ. კრიშტიანოს ბავშობას კარგად ვიცნობ, აქედან გამომდინარე გეტყვით რომ მისი ოცნება დიდი ფეხბურთელობა იყო, როგორც ხედავთ მას ეს სასიკეთოდ აუსრულდა... სწორედ ამიტომ დავარქვით მის წიგნს "ოცნებები სრულდება", ამით გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ბევრი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და ბავშვობის ოცნებებიც ხდება. ვერავინ წარმოიდგენდა თუ კიდევ მოევლინებოდა მარადონას, დი სტეფანოს, პელეს დონის ფეხბურთელები ქვეყანას, მაგრამ ეს დებულება ნელ–ნელა ცვლილებებს იძენს."

"მინდა შევეხო პეპეს ტრავმასაც, მე ეს ძალიან მეწყინა... დაცვის ხაზში ის ძალიან დააკლდება სამეფო კლუბს, მაგრამ ამით არაფერი არ დასრულებულა. იმედი მაქვს ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს, ახლა მას ყველაზე მეტად თანადგომა სჭირდება..."

რონალდოს წიგნის პრეზენტაცია

ფლორენტინო პერესი–"მადრიდის "რეალი" ნელ–ნელა წინ მიიწევს. კლუბი უნიჭიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. დიდი იმედი მაქვს რომ სულ მალე საუკეთესოები გავხდებით. კრიშტიანო რონალდოს თავისებური ტალანტი აქვს, რომლითაც იგი ყველას აჯადოებს... დარწმუნებული ვარ მის პროფესინალიზმში და იმაშიც რომ მას კიდევ უფრო შეუძლია გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი. რონი ყოველთვის ცდილობს–იყოს საუკეთესო. ალბათ არავინ მიწყენს იგი თვით ალფრედო დი სტეფანოს რომ შევადარო და მისი შემოქმედების შთამომავლად წარმოვაჩინო კრიშტიანო."

"ამ წიგნში ფეხბურთი წარმოჩენილია როგორც ერთ–ერთი რელიგია, სარწმუნოება. დარწმუენბული ვარ ბევრ ადამიანს დააინტერესებს ან შემოქმედების შინაარსი. დარწმუნებული ვარ, მომავალში რონალდო "ბერნაბეუს" ლეგენდა გახდება."
რონალდოს წიგნის პრეზენტაცია

კრიშტიანო რონალდო–"ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი. ვისურვებდი თქვენი სურვილები ასრულდეს და მართლაც გავხდე სამეფო კლუბის ლეგენდა. დღევანდელმა დღემ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: KevlishA dle 10.1

  • kevlisha
  • 16 დეკემბერი 2009
  • 2435
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)