პეპეს შესაძლო შემცვლელები – ვინ არიან ისინი?

პეპეს უმძიმესმა ტრავმამ მადრიდის "რეალი" აიძულა იფიქროს მისი შემცვლელის ძიებაზე. მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და მოდით ვიმსჯელოთ, ვინ შეიძლება შეავსოს მადრიდელთა რიგები.


ნიკოლას ოტამენდი, 21 წლის. ცენტრალური მცველი, არგენტინელი. თამაშობს "ველეს სარსფილდში".

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დიეგო მარადონამ მას უხმო არგენტინის ნაკრებში. ის ძალიან ზუსტ გადაცემებს აკეთებს და საიმედოა დაცვაში. ევროპულმა გრანდებმა უკვე დაადგეს მას თვალი და ალბათ მალე დატოვებს "ველეს სარსფილდს", რათა ითამაშოს დიდ გუნდში.

ნევენ სუბოტიჩი, 21 წლის. სერბი ცენტრალური მცველი. ასპარეზობს "დორტმუნდში".

როგორც ოტამენდის, მასაც შეუძლია ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, რადგამ მისი კლუბი არ მონაწილეობს ევროპულ ტურნირებზე. ითვლება ერთ–ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად. სერბეთის ნაკრების დაცვის ლიდერი. ბევრი სპეციალისტი გაოცებულია, რომ ნევენი არ თამაშობს რომელიმე ევროპულ გრანდში.

დიეგო ლუგანო, 29 წლის. ცენტრალური მცველი. ურუგვაელი. თამაშობს "ფენერბაჰჩეში".

თამაშობდა ევროპის ლიგაზე. ბრწყინავდა "სან პაულოში", ახლა ბრწყინავს "ფენერბაჰჩეში" და ურუგვაის ნაკრებში. ძალიან ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში.

კრისტიან საპატა, 23 წლის. "უდინეზეს" კოლუმბიელი ცენტრალური მცველი.

სერია ა–ს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და შეუძლია ითამაშოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე. შეიძება შეიყვანონ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში. თავისი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს პეპეს.

სიმონ კაიერი, 21 წლის. "პალერმოს" დანიელი ცენტრალური მცველი.

იტალიის ჩემპიოანტის აღმოჩენა. დანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მცველი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში და ბურთის წართმევაში.

ჯოლეონ ლესკოტი, 27 წლის. "მანჩესტერ სიტის" ინგლისელი ცენტრალური მცველი.

ფაბიო კაპელოს ინგლისის ნაკრების ერთ–ერთი საუკეთესო მცველი. ძალიან დიდი შანსი აქვს წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. შეუძლია ითამაშოს მარცხენა მცველის პოზიციაზეც.

კარლოს კუელიარი, 28 წლის. "ასტონ ვილას" ესპანელი ცენტრალური მცველი.

ელოდება ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას. 2008 წელს შოტლანდიის საუკეთესო მცველად იყო აღიარებული. ახლა "ასტონ ვილაში" გამოდის.

ფილიპ სენდეროსი, 24 წლის. "არსენალის" შვეიცარიელი ცენტრალური მცველი.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ უთამაშია. ცოტა ნელია, მაგრამ მადრიდელები მაინც არ ანებებენ თავს. მისი შეძენა ასევე სურს "ატლეტიკოს".

კოლო ტურე, 28 წლის. "მანჩესტერ სიტის" კოტდ'ივუარელი ცენტრალური მცველი.

ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ერთ–ერთი სასურველი ფეხბურთელია სატრანსფერო ფანჯარაზე.

ემირ სპახიჩი, 29 წლის. "მონპელიეს" ბოსნიელი ცენტრალური მცველი.

შესაძლოა ყველაზე საშინელი ვარიანტია, მაგრამ იყო ბოსნიის ნაკრების ერთ–ერთი ლიდერი.

იან ვერტონგენი, 22 წლის. "აიაქსის" ბელგიელი უნივერსალი მცველი.

შეუძლია ითამაშოს დაცვის ცენტრშიც და ფლანგზეც.

პაულო ფერეირა, 30 წლის. "ჩელსის" პორტუგალიელი მცველი.

შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანა. პორტუგალიის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. შეუძლია შეცვალოს სერხიო რამოსი ან ალვარო არბელოა ფლანგზე.

როდ ფანი, 28 წლის. "რენის" ფრანგი ცენტრალური მცველი.

საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი. დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრებში.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 16 დეკემბერი 2009
  • 3950
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)