რონალდუ: „ჩემზე რომ იყოს, დი მარიას და ალონსოს არ გავუშვებდი“

Tag Heuer-ის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„თავს კარგად ვგრძნობ, გუშინ სირბილი დავიწყე და შეიძლება ითქვას, სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით მიმდინარეობს.რაც მთავარია, სწორ გზაზე ვდგავარ.“

„არ გავჩერებულვარ.სამწუხაროდ, არასრულყოფილი პრე-სეზონის გამო, „სევილიასთან“ თამაშის შემდეგ კვლავ იჩინა თავი პატარ-პატარა პრობლემებმა, თუმცა საგანგაშო არაფერია.1 კვირაში კვლავ მწყობრში ჩავდგები.“

„ჩიჩარიტო კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელიც გუნდს დაეხმარება.იმედი მაქვს, მისი მადრიდული კარიერა წარმატებული იქნება და ბევრ სარგებელბს მოგვიტანს.“

„ვიმედოვნებ, „ანოეტაზე“ დატრიალებული მოვლენები ჭკუის სასწავლებელი იქნება ჩვენთვის.თამაში 90 წუთის განმავლობაშ გრძელდება და საჭიროა ბოლომდე ბრძოლა.დაუშვებელია ამხელა უპირატესობის განიავება.“

„რა თქმა უნდა, დი მარიასა და ალონსოს წასვლის შემდეგ, მადრიდის სტილი შეიცვლება.შესაძლოა, ახალწვეულების პირობებში უფრო გაუმჯობესდეს ჩვენი თამაში, ან პირიქით.მთავარია, რომ ბიჭებმა, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ და შესანშნავად ასპარეზობენ, მოკლედ დროში მოახერხონ ადაპტაციის გავლა.იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.“

„ცხადია, ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამაჩნია.ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს არ განვახორციელებდი, თუმცა სხვანაირად ფიქრობს პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებებსაც პატივი უნდა ვცეთ.“

„სეზონი ახლახან დაიწყო.საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და თავდაჯერებულობა.არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდში რამდენიმე ახალწვეულია.ამასთანავე, მსოფლიო ჩემპიონატმა დიდი ძალები წაართვა მოთამაშეებს.ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.პირადად მე, დიდებულ სეზონის ჩატარებას ვგეგმავ.“

„ანჩელოტი გამოცდილი მწვრთნელია და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიება არ გაუჭირდებამას მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ.“

„მადრიდული დერბიში მონაწილეობას მივიღებ.“

„მადრიდში ყოველთვის სუფევს ზეწოლა.ვერ დამისახელებთ ისეთ თამაშს, როდესაც ჩვენზე არ იყო ზეწოლა.“

„ტრადიციისამებრ, „რეალი,“ „ბარსელონა,“ „ჩელსი“ და „ბაიერნი“ იქნებიან ფავორიტები ჩემპიონთა ლიგაზე.რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ტიტულის დაცვას.გვინდა, რომ პირველი გუნდი გავხდეთ, რომელიც ზედიზედ მოიგებს ჩ/ლიგას.“

„„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებამდე რამდენიმე თვეა კიდევ.ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე.ინდივიდუალური ტიტულები ყოველთვის კოლექტივის დამსახურებაა.ვიმედოვნებ, ნაყოფიერად დავბრუნდები და გუნდიც მალე ჩადგება ფორმაში.მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსგავს ჯილდოებზე ფიქრი.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)