მარკელ ბერგარა : "ანოეტაზე ფავორიტი "რეალი" ვერ იქნება"

ბასკთა ნახევარმცველის, მარკელ ბერგარას განცხადებით, "სოსიედადის" სტადიონზე თამაში ნებისმიერ მეტოქეს უჭირს და გამონაკლისი არც მადრიდის "რეალი" გახლავთ...


"ვიცით, რომ ურთულესი დაპირისპირება გველოდება, მაგრამ საბრძოლველად მზად ვართ. წარუმატებლობის შემდეგ გუნდს სათანადო დრო არ ჰქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და "ბლანკოსის" წინააღმდეგ სათანადოდ გამოვიდეთ მოედანზე."

"ანოეტა განსაკუთრებული სტადიონია, აქ ფავორიტი არცერთი კლუბი არ არის, რადგან ამის ნებას უბრალოდ არ მისცემენ გულშემატკივრები. სან-სებასტიანელებს ძალიან უყვართ "სოსიედადი" და მუდმივად დიდ მხარდაჭერას უცხადებენ."

"ბოლო წლებში დედაქალაქელებთან არც ისე კარგი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ საბრძოლველად მზად ვართ და გამარჯვების იმედი გვაქვს."

"მეტოქეს ძალიან ვაფასებთ. კარლო ანჩელოტის გუნდმა შარშან ჩემპიონთა თასის აღმართვა მოახერხა, რაც იოლი ნამდვილად არ არის, ევროპის საუკეთესოობისთვის ბევრი შრომა და ცოტა იღბალიც არის საჭირო." dle 10.1

  • Hala
  • 31 აგვისტო 2014
  • 2250
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)