კარლოსი : "არ ვფიქრობ, რომ "რეალი" ზაფხულში გაძლიერდა"

რობერტო კარლოსის განცხადებით, ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს წასვლა სამეფო კლუბის მთელი სეზონის მანძილზე გაუჩენს საფიქრალს...


"კარლო ანჩელოტი ძალიან დიდი მწვრთნელია და ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან კარგად იცის, აქედან გამომდინარე მისი კრიტიკა ნამდვილად უადგილო იქნება, თუმცა ჩემი აზრით ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს გაშვება "ლა დესიმას" შემოქმედს დიდ პრობლემებს შეუქმნის."

დი მარია

"ჩემი აზრით არგენტინელ ფეხბურთელს ამ სეზონში პიკი ექნებოდა, ის სრულიად მადრიდელი გახდა და დიდებულად ამწვავებდა სიტუაციას, შარშანდელ სეზონში კი უდიდესი წვლილი შეიტანა თასების მოგებაში. მანჩესტერ "იუნაიტედი" სახელოვანი კლუბია, თუმცა ვთვლი, რომ არგენტინელის ადგილი პრემიერლიგაში არ არის, მას სხვა სტილის ფეხბურთის თამაში უყვარს. ვგონებ, ამ ტრანსფერით სამივე მხარე წაგებული დარჩა. "რეალმა" დიდებული ლიდერი დაკარგა, ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში გაცილებით უფრო კომოფრტულად გრძნობდა თავს, ვიდრე მანჩესტერში იგრძნობს, თავად ვან გაალი კი შეგირდს სათანადოდ ვერ გამოიყენებს, რადგან ანხელი აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიასა და სტილს წარმოადგენს."

ჩაბი ალონსო

"არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბასკმა ფეხბურთელმა. "რეალმა" ტონი კროოსის სახით დიდებული ცენტრი დაიმატა, მაგრამ ალონსოს ამ ეტაპზე შემცვლელი არ ჰყავს. არ გამიკვირდებოდა, თუ ესპანელი მომდევნო წელს გადავიდოდა სხვაგან, თუმცა ამ სეზონში ის "ბლანკოსს" ძალიან სჭირდებოდა. ეჭვი არ მეპარება მიუნხენის "ბაიერნში" ის საკუთარ სიტყვას იტყვის და გულშემატკივრებს თავს დაამახსოვრებს.

ახალი ფეხბურთელები

ვგონებ, როგორც ტონი კროოსი, ასევე ხამეს როდრიგესი "რეალის" შეუცვლელი წევრები გახდებიან. ხამესი მომწონს და ვთვლი, რომ მას დრო დასჭირდება, ის სამხრეთ-ამერიკელია და ყოველთვის ლამაზ ელფერს შესძენს კარლოს გუნდის თამაშს, გერმანელი ფეხბურთელი კი მაქსიმალური სიზუსტით გამოირჩევა, ეს ფეხბურთელები გუნდს ძალიან დაეხმარებიან. რაც შეეხება კეილორ ნავასს, მსოფლიო ჩემპიონატზე მან მაღალი კლასი გვაჩვენა, თუმცა იკერ კასილასთან ჭიდილი არც ისე იოლია. ჩემი აზრით კოსტარიკელ მეკარეს შანსი აუცილებლად მიეცემა.

საბოლოო ჯამში ჩემი აზრი ის არის, რომ ფლორენტინო პერესმა ამ ზაფხულს მცდელობის მიუხედავად კლუბის გაძლიერება ვერ შეძლო. დი მარია და ალონსო "რეალს" თავს მომდევნო სეზონში არაერთხელ შეახსენებს.
dle 10.1

  • Hala
  • 30 აგვისტო 2014
  • 3764
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)