ანჩელოტი: „კრიშტიანუ დაისვენებს“

„რეალ სოსიედადთან“ დაპირისპირებამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„პორტუგალიელი გოლეადორი კარგად გრძნობს თავს, თუმცა გადავწყვიტეთ, დასვენების საშუალება მივცეთ, რათა ბოლომდე აღიდგინოს კონდიციები.ის ბასკების წინააღმდეგ არ გამოვა მწვანე მინდორზე.“

„რა თქმა უნდა, ჩაბის წასვლა სიურპრიზი იყო ჩვენთვის.სამწუხაროდ, ვერ გადავაფიქრებინეთ ადგილმდებარეობის შეცვლა.მან გულწრფელად აგვიხსნა ყველაფერი და დაგვემშვიდობა.“

„ჩვენ გვაქვს საკმარისი მოტივაცია, რათა პირველი გამარჯვება ვიზეიმოთ გასვლით შეხვედრაში.“

„შესაძლლოა ვინმე ფიქრობდეს, რომ შემადგენლობა ოპტიმალური არ არის.ჩვენ 5 ნახევარმცველი გვყავს.ამასთანავე, ისკოსა და ხამესს შეუძლიათ, როგორც უკან დახევა, ასევე წინ ასპარეზობა.მეტს ვერაფერს გეტტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და სატრანსფერო ფანჯრის დახურვას.“

„„ანოეტა“ საკმაოდ რთული სტადიონია, თუმცა საკმარისი მოტივაცია გვაქვს, რათა პირველი გასვლითი გამარჯვება მოვიპოვოთ.“

„ბუნებრივია, ვისაც გუნდის დატოვება სურს, ჩვენი მხრიდან დაბრკოლებას არ შევუქმნით.ყველა სიტუაცია განსხვავებულია ერთმანეთისაგან.არის შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელი კონკურენციას გაურბის, ან მეტ გასამრჯელოს ითხოვს.მაგალითისათვის, ალონსო მოტივაციის გამო გადავიდა სხვაგან.“

„შესაძლოა ისკომ დაიკავოს კრიშტიანუს ადგილი ან ხედირამ.“

„სიმართლე გითხრათ, მოთამაშეების წასვლა მტკივნეული არ იქნება გუნდისათვის.ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო, რათა სათანადოთ ავთამაშდეთ.შარშანდელ სეზონშიც არავინ მოელოდა „რეალის“ ტრიუმფს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ რაც მთავარია შევძელიით.მთავარია თავდაჯერებულობა.“

„ჩემ შემადგენლობაში კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები ირიცხებიან.თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ.“

„ფალკაო თუ ნეგრედო? კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერია შესაძლებელი.“

„შენაძენებთან დაკავშირებით ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას.ვმუშაობთ იმისათვის, რომ ტიტულები მოვიგოთ.“

As dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)