ბ ჯგუფის ფაქტები

როგორც მოგეხსენებათ, "მადრიდის რეალი" კენჭისყრის შედეგად ბ ჯგუფში აღმოჩნდა.


• "ბაზელი" "ლივერპულს" 2002/2003 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპზე დაუპირისპირდა, მაშინ "ენფილდზე" გუნდებმა 1:1 ითამაშეს, ხოლო შვეიცარიაში კი შეხვედრა 3:3 მორჩა

• "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე 2008/09 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხვდა. მაშინ ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ.

• "ბაზელმა" "ლუდოგრეცი" 2013/14 წლების პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში 6:2 ანგარიშით დაამარცხა.

• ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა გაიმეორებს 1981 წლის ევროპის ჩემპიონი კლუბების თასის ფინალს "ლივერპულსა" და "მადრიდის რეალს" შორის. მაშინ ალან კენედიმ ინგლისური კლუბის სასარგებლოდ ერთადერთი გოლი გაიტანა.

• "ლივერპულმა" თავის ბოლო ჩემპიონთა ლიგის სეზონზე 2008/09 წლებში 1/8 ფინალურ ეტაპზე "მადრიდის რეალს" მადრიდში 1:0 მოუგო, ხოლო "ენფილდზე" კი შეხვედრა 4:0 ანგარიშით მორჩა მასპინძელთა სასარგებლოდ, რაც "მადრიდის რეალისთვის" ევროსარბიელზე ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული შეხვედრა იყო.

რეაქციები

კრიშტიანო რონალდუ, "მადრიდის რეალის" ფორვარდი

"ლივერპული" წინა სეზონში პრემიერ ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. ვიცით, რომ ურთულესი შეხვედრა იქნება. საერთო ჯამში კარგი ჯგუფია. ჩემპიონთა ლიგის მოგება საკმაოდ რთულია, მაგრამ ვეცდებით , რომ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ - სწორედ ასე უნდა იყოს "მადრიდის რეალში".

ემილიო ბუტრაგენიო, "მადრიდის რეალის" დირექტორი

"ამ დიდებულ ჩემპიონატში "ლივერპული" ისტორიული კლუბია. ეს დიდებული კლუბია და მათ ბრწყინვალე საფეხბურთო მოედანი აქვთ, შესაბამისად "ენფილდზე" ისინი განსაკუთრებით ძლიერები არიან. მათი გულშემატკივრების მხარდაჭერა ექტრაორდინალურია და ისინი სახიფათო მეტოქენი იქნებიან. "ბაზელმა" დიდი პროგრესი განიცადა და ბულგარელებს პირველად დავუპირისპირდებით. ეს დამატებითი გამოწვევაა ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომ დავარღვიოთ ცუდი ტრადიცია და ზედიზედ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა."

ბ ჯგუფის ფაქტები


ბრენდან როჯერსი, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი

"პრინციპში კმაყოფილები ვართ. წინა სეზონში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩემპიონთა ლიგაში დასაბრუნებლად და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. როცა ჯგუფში "მადრიდის რეალი" გყავს, რომელიც ჩემპიონობის დაცვას ეცდება, ეს განსაკუთრებულია"

ბ ჯგუფის ფაქტები
dle 10.1

  • shvela
  • 29 აგვისტო 2014
  • 4309
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)