ალვარო მინიმუმ 1 სეზონი დარჩება

ალვარო არბელოა მადრიდის "რეალში" უკვე მეექვსე სეზონს იწყებს, მადრიდელმა ფეხბურთელმა "კასტილიის" შემდეგ დიდი გზა განვლო "ბლანკოსში" მოსახვედრად. ბევრი ჭორი დადიოდა იმის შესახებ, რომ ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი "მერენგებს" დატოვებდა, თუმცა როგორც ჩანს ის მინიმუმ 1 სეზონი დარჩება კარლო ანჩელოტის სამსახურში...


მთავარმა მწვრთნელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მარჯვენა ფლანგის მესაკუთრე დანიელი კარვახალი იქნება და შარშანდელივით როტაცია არ გაგრძელდება, თუმცა ასევე დასძინა, რომ "რეალს" ბევრ ტურნირზე უწევს თამაში, აქედან გამომდინარე ესპანელი მცველი ხშირად გავა მოედანზე.

ლა ლიგის პირველ ტურში "კორდობას" წინააღმდეგ დანიელი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, მარჯვენა ფლანგი კი სწორედ ალვარომ ჩაიბარა, მაგრამ მეორე ტაიმში ტემპის მომატებისა და ფლანგური შეტევების გაძლიერების მიზნით კარლო ანჩელოტიმ მოედანზე სწორედ ახალგაზრდა "კასტილიელი" შეიყვანა.

არბელოა საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. მან იცის, რომ "ბლანკოსს" ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და სამეფო თასი აქვს სათამაშო, აქედან გამომდინარე სეზონი მომქანცველი იქნება და შანსი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს მიეცემა.

ასევე არ ცხრება კრიტიკა, რომელიც მასსა და იკერ კასილასს შორის განხეთქილებას ეხება. გარკვეული დროის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თანამემამულეებს შორის ურთიერთობა დალაგდა, თუმცა გასახდელში მომხდარი ცნობილი კადრი ალბათ ყველას გვახსოვს, სადაც ალვარომ ყველა თანაგუნდელი გადაკოცნა და წარმატებები უსურვა, კაპიტანი კი უყურადღებოდ დატოვა.

ალვარო მკაფიოდ აფიქსირებს, რომ "მერენგებიდან" წასვლას მინიმუმ 1 სეზონი არ გეგმავს, ის მზად არის კონკურენციისთვის, აქედან გამომდინარე მომდევნო სეზონში ის ბრძოლას გეგმავს. dle 10.1

  • Hala
  • 27 აგვისტო 2014
  • 1451
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)