კარლო : "პირველი ნახევარი კარგი იყო, მეორეში კი დავიჩრდილეთ"

მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ სუპერთასზე მარცხის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემა მიმოიხილა...


"მატჩის პირველ ნახევარში დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ, ჩვენ ვიყავით ძალიან ინტენსიურები და არერთი 100%-იანი მომენტი გვქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლეთ. აბსოლუტურად განსხვავებული იყო მეორე ტაიმი, სადაც კლუბმა დაკარგა ტემპი, ბურთის კონტროლი. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ განვახორციელე ცვლილებები, თუმცა როგორც ჩანს დაგვიანებული იყო."

"სუპერთასის წაგება ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ უკვე მოვიგეთ 3 ტიტული, რაც აუცილებლად დასანახია. ჩემპიონთა ლიგის წაგებასა და ესპანეთის სუპერთასის მოგებას ახლანდელი სიტუაცია მირჩევნია, მაგრამ ორივეს ოქროს მედალი გულშემატკივრებს გაახარებდა."

"ხამესის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მხრიდან პირველ ნახევარში ყველაზე ეფექტურად სწორედ კოლუმბიელმა ახალწვეულმა ითამაშა, მან ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანასთან ახლოს იყო. კრიშტიანო რონალდუს შემოსვლის შემდეგ მას პოზიცია შევუცვალე , საბოლოოდ კი ისკოთი ჩავანაცვლე, რადგან ვიფიქრე, რომ კლუბს ახალი სისხლი ესაჭიროებოდა."

"ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის წინ. "რეალმა" ესპანეთის სუპერთასი წააგო, მაგრამ წინ ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ტიტულის დაცვასაც ვგეგმავთ, ასევე გვსურს სამეფო თასისა და პრიმერა დივიზიონის მოგება. "ბლანკოსში" უამრავმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს, რომელსაც სწორი გამოყენება სჭირდება."

"ბარსელონა და ატლეტიკო დიდ კონკურენციას გაგვიწევენ, ამიტომ ბევრი შრომა გვმართებს, სხვაგვარად ტიტულების მოგება წარმოუდგენელია."

"დი მარია და ხედირა განაცხადს მიღმა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველზე დარჩნენ. გერმანელ ფეხბურთს მე დავრთე ნება, რომ გერმანიაში გამგზავრებულიყო."

"სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის დახურულია. მადრიდის "რეალი" აღარავის დაიმატებს, დანაკლისი კი ნამდვილად იქნება, რადგან კლუბში გადაჭარბებული რაოდენობის მოთამაშეები არიან."

"ბენზემას თამაშით კმაყოფილი ვარ. მართალია მას გოლი დიდი ხანია არ გაუტანია, მაგრამ ფრანგის მოვალეობა მხოლოდ კარის აღება არ არის, კარიმს ბევრ სხვა რამეს ვავალებთ, რასაც ბრწყინვალედ ართმევს თავს, მას ბევრი დადებითი მხარე აქვს." dle 10.1

  • Hala
  • 23 აგვისტო 2014
  • 2423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)