ფლორენტინო პერესი La Razon-თან


ფლორენტინო პერესმა გაანალიზა საკუთარი პროექტი და განიხილა კლუბის ინვესტიციები La Razon-თან ინტერვიუსას


ინვესტიციები

"ჩვენ არამარტო ვხარჯავთ ფულს, არამედ ჩვენ ამასთანავე ვახდენთ ინვესტირებას. მე მადრიდის რეალი დავტოვე, როგორც მსოფლიოს წამყვანი კლუბი და ის იყო მეხუთე ადგილას, როცა მე კვლავ დავბრუნდი. კლუბში სერიოზული კრიზისი იყო და ჩვენ რამე უნდა გვეღონა მის შესაჩერებლად, ამისთვის კი აუცილებელი იყო მივნდობოდით წარსულს. ჩვენ გავაძლიერეთ წინა პროექტი, რომლის მთავარი მიზანია არამარტო დიდი ფეხბურთელების შეძენა, არამედ ჩვენ ინვესტიციებისგან სარგებლის მიღება. მიმაჩნია, რომ ესაა ის პროექტი, რომელიც იმუშავებს და რომელიც შემოსავლებს და ბრუნვას ერთ-ორად გაზრდის."

შემოსავალი

"ჩვენი შემოსავლის უმთავრესი წყაროებია: ბილეთების გაყიდვა, სატელევიზიო უფლებები , ჩვენი სპონსორები.სანამ მე მოვიდოდი , კლუბს შემოქონდა მხოლოდ 100 მლნ. ევრო და კარგავდა 30 მლნ. ევროს, ხოლო ჩემი მმართველობის შემდეგ მოვახერხეთ და ეს მაჩვენებელი 300 მლნ. ევრომდე გავზარდეთ. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ კლუბში მოვიყვანეთ ზიდანი, ფიგუ, რონალდო და ბექჰემი. ყველა ფიქრობდა, რომ კლუბმა ბევრი გადაიხადა მათში, მაგრამ ბოლოს ასე არ აღმოჩნდა. დიდი ინვესტიცია დიდი შემოსავლის ტოლია."
"ეხლა ჩვენ გვიწევს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვა, ვინაიდან საბოლოოდ ფეხბურთელების რაოდენობა 25 უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ამ პროექტს ბევრი პოზიტიური/დადებითი მხარე აქვს, ვინაიდან ჩვენ ყველანი ვნახავთ სარგებელს ამისგან. ჩვენ მოვახერხეთ და კლუბის ფანებს დიდი ენთუზიაზმი და იმედები გავუჩინეთ. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ კრიშტიანო რონალდუს პრეზენტაციას 80 000-დან 90 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო."

სოციალური მხარე

მადრიდის რეალის უპირველესი მიზანია სოლიდარობა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მხარდაჭერა, ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს იმიტომ , რომ ზოგიერთებისთვის მადრიდის რეალი ერთადერთი ნათელი წერტილი შეიძლება იყოს. მადრიდის რეალი კონკრეტულ პიროვნებას არ ეკუთვნის. ის ყველა კლუბის წევრის საკუთრებაა. ჩვენ ყველა გამომუშავებულ სახსრებს ვიყენებთ პროექტის განსახორციელებლად და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად."


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 15 ივლისი 2009
  • 3962
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)