სქოულზი "უტდ"-ს ოთხ მადრიდელ ფებხურთელს ურჩევს

პოლ სქოულზი, რომელიც მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდა გახლავთ, მადრიდის "რეალის" ოთხ ფეხბურთელზე ამახვილებს ყურადღებას და "წითლების" ხელმძღვანელობას მათ შეძენას ურჩევს...


ჩაბი ალონსო

დარწმუნებული ვარ ბასკი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერი გახდება და ეს ტრანსფერი ლუის ვან გაალს ძალიან სჭირდება. ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც შეიძლება ჩაბის შეექმნას "ლივერპულის" მოედანზე თამაშია, რადგან "მერსისაიდელებს" საკმაოდ აგრესიული გულშემატკივრები ჰყავთ, რომლებსაც ნამდვილად არ ესიამოვნებათ კუმირის საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაში. ესპანელ ნახევარმცველს მონაცემემთა დიდი სპექტრი აქვს, რომელიც ინგლისურ გუნდს ძალიან გამოადგება.

ხედირა

სამი ხედირამ მადრიდულ კლუბში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, ამასთან ერთად ის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით გამოვიდა და ოქროს მედალიც მოიპოვა. გერმანელი მოთამაშე უკვე ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს. ამასთან ერთად მან ძალიან კარგად იცის ჩაბისთად ერთად თამაში. დარწმუნებული ვარ ესპანურ-გერმანული დუეტი კლუბის შუა რგოლს სოლიდურს გახდის.

ანხელ დი მარია

არ ვფიქრობ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი 50 მილიონზე მეტი ღირს. ჩემი აზრით პერესის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულია, მაგრამ ანხელში ძალიან დიდი პოტენციალი დევს, რომელიც მან არაერთხელ დაგვანახა. შარშანდელი წარმატება, რომელსაც "რეალმა" მიაღწია დი მარიას კისერზეა, მან ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა კლუბისთვის. იმ შემთხვევაში თუ ნახევარმცველი "იუნაიტედს" მიაშურებს ისეთი დიდი ფეხბურთელების გვერდზე დადგება, როგორებიც კრიშტიანო რონალდუ, კარლეს ტევესი, რაიან გიგსი, უეინ რუნი და სხვები არიან.

რაფაელ ვარანი

ვფიქრობ, ანჩელოტის გუნდში ვარანს დიდი მომავალი არ აქვს, რადგან პეპე-რამოსის დუეტი კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე იქნება სოლიდური, აქედან გამომდინარე ფრანგს ახალგაზრდული ასაკი გაექცევა, მან მომავალზე უნდა იფიქროს.

"ამ ფეხბურთელებთან ერთად "იუნაიტედი" გაცილებით უფრო სოლიდური და ანგარიშგასაწევი იქნება, ეს კლუბი ყველა ტიტულის მოგებაზე განაცხადებს პრეტენზიას. "უტდ"-ს ხელმძღვანელობა თანხის დახარჯვას არ უნდა მოერიდოს თუ ლიდერობა სურს. dle 10.1

  • Hala
  • 22 აგვისტო 2014
  • 3411
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)